სასიხარულოა, რომ საქართველოში ბიზნესის მხრიდან უკვე შეიმჩნევა დადებითი ტენდენცია, რაც ფინანსური დეპარტამენტის მნიშვნელოვნების ზრდაში გამოიხატება. კომპანიების უმრავლესობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სწორი გუნდითა და შემადგენლობით დაკომპლექტებული ფინანსური დეპარტამენტი ფირმის წარმატების ალბათობას საგრძნობლად ზრდის.
აღნიშნული ტენდენციის გამო, ფინანსურ მენეჯმენტში მონაწილე კადრებზე მოთხოვნა იზრდება და მით უფრო საინტერესო შეკითხვა ხდება თუ რა უნარებს უნდა ფლობდეს ეფექტური ფინანსისტი?
რა უნარებს უნდა ფლობდეს ფინანსისტი?
ზოგადად, ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, ფინანსური მენეჯმენტი არის კომპანიის რესურსების მართვის ხელოვნება, რაც ორგანიზაციის მიზნის მისაღწევად საჭირო სახსრების მოძიებასა და მათ ეფექტურ განკარგვას გულისხმობს, თუმცა აღნიშნული განმარტება ძალიან ზოგადია. ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რაც ფინანსისტს უნდა გააჩნდეს – ანალიტიკაა.
რა არის ანალიტიკა? ფაქტების ანალიტიკა, ხშირ შემთხვევაში ფაქტების აღწერაში ეშლებათ ხოლმე, თუმცა ეს უკანასკნელი ანალიტიკის წინაპირობაა. ანალიტიკა გარკვეულ მონაცემებზე/ინფორმაციებზე დაყრდნობით სიტუაციის შესწავლის, შეფასების და ინტერპრეტაციის პროცესია.
ანალიტიკის დროს უნდა დაისვას ძირითადი შეკითხვა: თუ რამ განაპირობა კონკრეტული ფაქტის (დადებითის თუ უარყოფითის) მოხდენა და პარალელურად მოხდეს სხვადასხვა ფაქტებს შორის კავშირის დადგენა. ანალიტიკის დროს, უნდა განივრცოს, მსჯელობის საგანი გახდეს და ინტერპრეტირდეს (მარტივად და გასაგებად აღიწეროს) მოვლენების მოხდენის გამომწვევი მიზეზები.
ანალტიკას ბუნებრივად მოყვება მიგნება. მიგნება გულისხმობს აღმოჩენას, მიხვედრას, მიკვლევას და იდენტიფიცირებას იმ კრიტიკული ტენდენციების, ფაქტორების, რომლებიც კომპანიის კონრეტულ შედეგებს განაპირობებენ.
მაშასადამე, ფინანსური მენეჯმენტის პროცესი შემდეგნაირად შეგვიძლია ავსახოთ:
რაც შეეხება ქუდოს ჯორჯიას მომსახურებას, ქუდოსმა 2021 წლის დასაწყისში პროფესიული სერვისების ჩამონათვალს შემატა მეტად საჭირო და მოთხოვნადი მომსახურების სახე – ფინანსური მენეჯმენტი.
ქუდოსის მომსახურების ფარგლებში ჩვენი დამკვეთი კომპანიის ოფისში ვაგზავნით ფინანსისტებს, რომლებიც საშუალოდ 6 თვის განმავლობაში ქუდოსის ფინანსური მენეჯმენტის გუნდთან ერთად მუშაობენ ფინანსური დეპარტამენტის გამართვასა და მართვის სისტემის შემუშავებაზე. 6 თვის შემდეგ, როგორც წესი, სულ მცირე ერთი კადრი დამოუკიდებლად აგრძელებს მუშაობას დამკვეთ კომპანიაში.