ბიზნესის ცვალებად სამყაროში სისწრაფე გადამწყვეტია წარმატებისთვის! საქართველოს მსხვილი და საშუალო კომპანიებისთვის ფინანსური ანგარიშგების ყოველწლიური აუდიტის მოთხოვნა კანონითაა დადგენილი. აუცილებლობის გარდა ეს სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც რეალურად სასარგებლოა თქვენი ორგანიზაციისთვის. როდესაც საქმე ეხება კომპანიის 2023 წლის ფინანსურ ანგარიშგებას, აუდიტორის დასაქირავებლად ნუ დაელოდებით 2024 წელს!
რატომაა მნიშვნელოვანი აუდიტორის დაქირავება?
აუდიტორი – ფინანსური „მეურვე და მცველი“ – მნიშვნელოვანი ფიგურაა ბიზნესის სამყაროში. ის მოქმედებს როგორც მიუკერძოებელი პროფესიონალი, რომელიც საფუძვლიანად იკვლევს თქვენი კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას, უზრუნველყოფენ სიზუსტეს, გამჭვირვალობას და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობას.
საქართველოში მსხვილი და საშუალო კომპანიები ვალდებულნი არიან, გამოაქვეყნონ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, გააცნონ ის დაინტერესებულ მხარეებს და შესაბამისად, ეს პროცესი მოითხოვს აუდიტორის მომსახურებას.
სამართლებრივი მოთხოვნების შესრულება
ფინანსური ანგარიშგების აუდიტორის აყვანის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კანონის მოთხოვნაში მდგომარეობს. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ I და II ზომითი კატეგორიების ბიზნესებმა უნდა გაიარონ ყოველწლიური ფინანსური აუდიტი. შეუსრულებლობამ შეიძლება, გამოიწვიოს ჯარიმები და კორპორატიული რეპუტაციის დაზიანება.
აუდიტორის დროული აყვანით თქვენ ადასტურებთ ერთგულებას კანონისა და მაღალი ეთიკური სტანდარტების მიმართ. აუდიტორული მომსახურება სავალდებულოცაა და სასარგებლოც მსხვილი და საშუალო ზომის კომპანიებისგან.
დაინტერესებული მხარეების ნდობის მოპოვება
აუდიტორები არ ასრულებენ მხოლოდ რიცხვების შემმოწმებლის როლს – ისინი სერტიფიცირებული პროფესიონალები არიან, რომელთაც შეუძლიათ, გაამყარონ თქვენი კომპანიის სანდოობა. როდესაც დაინტერესებული მხარეები – ინვესტორების, კრედიტორებისა და არსებული თუ პოტენციური ბიზნეს პარტნიორების ჩათვლით – ხედავენ, რომ თქვენი ფინანსური ანგარიშგება ზედმიწევნით კარგად იქნა შემოწმებული რეგისტრირებული აუდიტორის მიერ, მათ უჩნდებათ ნდობა თქვენი ფინანსების მიმართ. ამ ნდობას შეუძლია ახალი შესაძლებლობების, ინვესტიციებისა და პარტნიორობის კარი გაგიღოთ.
პრობლემების ადრეული გამოვლენა
წლის ბოლომდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე აუდიტორის დაქირავება საშუალებას გვაძლევს, საფუძვლიანად მიმოვიხილოთ თქვენი კომპანიის ფინანსური ინფორმაცია. ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს თქვენს ანგარიშებში არსებული ნებისმიერი უზუსტობის იდენტიფიცირებისთვის. ფინანსური შეუსაბამობების ადრეული გამოვლენა გეხმარებათ, რომ სწრაფად მოაგვაროთ და გამოასწოროთ ისინი, თავიდან აიცილოთ შესაძლო ორგანიზაციული და რეპუტაციული კრიზისები.
სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება
აუდიტორის როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ შესაბამისობისა და შეცდომების შემოწმებით. მათ შეუძლიათ, მოგაწოდონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია კორპორატიული სიჯანსაღის შესახებ და დაგეხმარონ, მიიღოთ ინფორმირებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები. საანგარიშგებო წლის განმავლობაში აუდიტორის დაქირავებით თქვენ შეძლებთ, უფრო ადრე მიიღოთ კრიტიკული ინფორმაცია, რაც კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შანსიცაა. ფინანსური აუდიტი პროფესიონალებისგან შესაძლოა, დამკვეთი კომპანიების განვითარებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ნაბიჯი აღმოჩნდეს.
სწორი აუდიტორის არჩევა
აუდიტორის დაქირავებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაპარტნიორება მაღალი რეპუტაციის მქონე ფირმასთან, რომელიც ცნობილია თავისი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით. მაგალითად, Kudos Georgia გთავაზობთ ფინანსურ აუდიტის მომსახურებას უმაღლესი კლასის პროფესიონალების მიერ, ვისაც ზედმიწევნით და სრულად ესმის საქართველოს ფინანსური რეგულაციებისა და რეპორტინგის სირთულეები. „ქუდოს ჯორჯია“-ს გუნდს შეუძლია, დაგეხმაროთ აუდიტის პროცესის შეუფერხებლად და ეფექტურად ნავიგაციაში.
იმისათვის, რომ აირჩიოთ სწორი აუდიტორი თქვენი ბიზნესისთვის, შეისწავლეთ და გაითვალისწინეთ მათი რეპუტაცია, დარგობრივი ექსპერტიზა, ადგილობრივი ეკონომიკის ცოდნა, გამოცდილება აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურების გაწევაში, პროფესიული სკეპტიციზმის გამვლინების ფაქტები, გუნდური ექსპერტიზა, კომუნიკაციის ხარისხი, ფასწარმოქმნის სტრუქტურა, ეთიკური სტანდარტების მიმართ ერთგულება და თქვენი კომპანიის კულტურასთან თავსებადობა. მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების მქონე აუდიტორული ფირმის – Kudos Georgia-ს მიერ შემოთვაზბული ფინანსურ აუდიტის მომსახურება შეიძლება, ღირებული არჩევანი გახდეს თქვენი კომპანიისთვის.
არ დაელოდოთ 2024 წელს – იმოქმედეთ ახლავე!
წლის მიწურულს ადვილია ყოველდღიური ოპერაციების რუტინაში გახვევა: ისეთი მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ამოცანების სამომავლოდ გადადება, როგორიცაა აუდიტორის დაქირავება. მსხვილი და საშუალო კომპანიებისთვის ამ შეფერხებას შეიძლება, მძიმე და შორსმიმავალი შედეგები მოჰყვეს. იმის ნაცვლად, რომ გადადაოთ პროცესი მომავალი წლისთვის, დაგეგმეთ წინასწარ და დაიქირავეთ აუდიტორი თქვენი 2023 წლის ფინანსური ანგარიშგებისთვის წელსვე!
აუდიტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კანონის მოთხოვნების შესრულება; ეს არის თქვენი კომპანიის ფინანსური ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, ნდობის ჩამოყალიბება და კარგად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება. აუდიტორის დაქირავება არ არის ბოლო მომენტისთვის გადასადები საქმე! საქართველოში მსხვილმა და საშუალო კომპანიებმა ახლავე უნდა იმოქმედონ, რათა მოიწვიონ კვალიფიციური აუდიტორი 2023 წლის ფინანსური ანგარიშგებისთვის. ნუ დაელოდებით 2024 წელს – იმოქმედეთ ახლავე: მოიწვიეთ აუდიტორი თქვენი კომპანიის წარმატებისთვის!