ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად 27 აპრილს B2B ფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს ბანკი, USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, ჯეპრა და ქუდოს ჯორჯია ერთობლივად წარმოგიდგენთ.
ვინ მიიღებს ფორუმში მონაწილეობას?
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მყიდველები, ასევე მეწარმეები 5 განსხვავებული სექტორიდან:
- ტურიზმი
- მსუბუქი მრეწველობა
- ინტელექტუალური მომსახურება
- კრეატიული ინდუსტრიები
- მყარი ნარჩენების მართვა
ყველა მეწარმეს ექნება საკუთარი სივრცე შეხვედრების ორგანიზებისა და პროდუქციის განთავსებისთვის, მყიდველები კი შეძლებენ ახალი თანამშრომლობის დამყარებასა და პროდუქტის/სერვისის შეძენას.
დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://go.bog.ge/b2bforum