ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

რა უნდა ვიცოდეთ ბიზნეს გეგმის შესახებ?

ირაკლი ჟვანია

ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ინიცირებული საგრანტო პროგრამების რაოდენობა. პროგრამები ფარავს სხვადასხვა სექტორსა და მიმართულებას; მათ შორის აღსანიშნავია სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროები. აღსანიშნავია, რომ საგრანტო პროგრამებით სარგებლობა  შეუძლიათ როგორც დამწყებ მეწარმეებს („სტარტაპებს“), ასევე უკვე მოქმედ და გამოცდილ ბიზნესებს.

საგრანტო პროექტების რაოდენობასთან ერთად საქართველოში იზრდება სამეწარმეო  განათლების ზოგადი დონე, რაც განაპირობებს გაზრდილ მოთხოვნას ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებებზე.

საგრანტო პროგრამების ფარგლებში წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი სხვადასხვაა, თუმცა ბიზნეს გეგმის მომზადება თითქმის ყველგან სავალდებულოა.

 

რა არის ბიზნეს გეგმა?

ბიზნეს გეგმა წარმოადგენს წერილობითი დოკუმენტს, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი, რა მიზნებს ისახავს საწარმო/სტარტაპი და როგორ აპირებს ამ მიზნების მიღწევას. ბიზნეს გეგმა წარმოადგენს ერთგვარ წერილობით გზამკვლევს ბიზნესის განვითარების მარკეტინგული, ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით.

კვალიფიციური ბიზნეს გეგმის მომზადება და გამოყენება საინვესტიციო პროექტის/ბიზნესის მომავალი წარმატების აუცილებელი წინაპირობაა. იმისათვის, რომ განვსაზღვროთ თუ როგორ განვითარდება ჩვენი კომპანია ან წამოწყება მომავლში, აუცილებელია, შევისწავლოთ ბაზრის საჭიროება,  მიმდინარე მდგომარეობა და ტენდეციები,  გამოვიკვლიოთ ჩვენს იდეასთან შედარებით კონკურენტების ძლიერი და სუსტი მხარეები, დავგეგმოთ ჩვენი შესაძლებლობების გამოყენების ოპტიმალური გზები, რაც უზრუნველყოფს კომპანიის მდგრადობასა და  წარმატებას.

ახალი ბიზნესის დაწყებისა და არსებული ბიზნესის გაფართოვებისათვის აუცილებელია წვდომა ფინანსურ რესურსებთან. შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში ხშირ შემთხვევაში კომპანიებს უწევთ ბანკებთან, საინვესტიციო ფონდებთან, ინვესტორებთან თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა; კვალიფიციური ბიზნეს გეგმის წარდგენის გარეშე აღნიშნული წყაროებიდან დაფინანსების მოძიება შეუძლებელია.

 

ბიზნეს იდეა

ბიზნეს იდეის ფორმირებიდან ინვესტიციის განხორციელებამდე პროექტმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საფეხური უნდა გაიაროს. მნიშნელოვანია, რომ ბიზნეს იდეა გარდაიქმნას მაღალი ხარისხის საინვესტიციო სახელმძღვანელოდ და პროექტის შესაბამისი აუდიტორიისთვის წარდგენისას გათვალისწინებული იყოს ყველა ის მოთხოვნა, რაც  გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი იქნება პოტენციური ინვესტორისათვის.

 

რას სთავაზობს „ქუდოს ჯორჯია“ დაინტერესებულ პირებს?

ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია Kudos Georgia ბაზარს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. კომპანიის კონსულტანტები მზად არიან, ჩაერთონ ბიზნეს იდეის საინვესტიციო წინადადებად ფორმირების მომენტიდან დამუშავებული პროექტის დაინტერესებული ინვესტორებისთვის წარდგენის ეტაპამდე პროცესებში.

 

Kudos Georgia-ს საკონსულტაციო მომსახურების და საინვესტიციო ბანკინგის დეპარტამენტის მიერ ბიზნეს გეგმის მომზადება ხდება სხვადასხვა დანიშნულებით:

  • ფინანსური ინსტიტუტების, საინვესტიციო ფონდებისა და კერძო ინვესტორებისათვის წარსადგენად;
  • სხვადსხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ინიცირებული საგრანტო პროექტებისთვის;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი კერძო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული კონკურსებისათვის;
  • საზღვარგარეთის ქვეყნებში ბიზნესის დაწყების მსურველთათვის, ადგილობრივიც რეგულაციების შესაბამისად;
  • და სხვა.

 

ჩვენი საერთაშორისო ქსელის – Kudos International Network-ის წევრ კომპანიებთან ნაყოფიერი თანამშრომლობით Kudos Georgia აქტიურად ახორციელებს ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების, მათ შორის ბიზნეს გეგმების მომზადებას უცხოეთში ინვესტირებით დაინტერსებული ადგილობრივი კომპანიებისთვის, რაც ჩვენს მიერ მომზადებული გეგმების მაღალ ეფექტურობაზე მიუთითებს.

გაზიარება: