ბუღალტრული აღრიცხვა

რატომ ქუდოსი?

 
წარმოგიდგენთ 10 ძირითად უპირატესობას:
 
  • საბუღალტრო მომსახურება ქუდოსიდან სამუშაო პროცესში ბუღალტრების გარდა აერთიანებს საგადასახადო ექსპერტებს, ფინანსისტებსა და აუდიტორებს. შესაბამისად, მცირდება საგადასახადო და სხვა დაკავშირებული რისკები;
 
  • ბუღალტრის მიერ სამსახურის დატოვების შემთხვევაში, არ ფერხდება ბუღალტრული აღრიცხვის პროცესი, რადგან ჩვენ მყისიერად ვანაცვლებთ კადრს;
 
  • ბიზნეს ოპერაციები ბუღალტრულ ბაზაში აისახება დროულად, ზუსტად და სრულად;
 
  • სრულად და დროულად ვაწვდით საჭირო ინფორმაციებს კომერციულ ბანკებს, შემოსავლების სამსახურს და სხვა ორგანიზაციებს/დაინტერესებულ მხარეებს;
 
  • ხელმძღვანელობა აღარ უთმობს დროს ბუღალტრული დეპარტამენტის კონტროლს;
 
  • ჩვენი პასუხისმგებლობა დაზღვეულია! მომსახურების მოწოდების ფარგლებში ჩვენი მიზეზით გამოწვეულ საგადასახადო ან/და სხვა ფინანსურ ზარალზე ვაგებთ პასუხს.
 
  • დამკვეთს წინასწარ ვაფრთხილებთ მოსალოდნელი საგადასახადო რისკის შესახებ;
 
  • ყოველთვიურად ვამზადებთ ფინანსური ანგარიშებს, რათა ხელმძღვაბელობამ დაინახოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და შედეგები;
 
  • ჩვენს არსებულ დამკვეთებს ქუდოსის სხვა სერვისებზე აქვთ წვდომა არსებითად შეღავათიანი პირობებით;
 
  • ჩვენს დამკვეთებს ვაკავშირებთ ერთმანეთთან იმ მიზნით, რომ ერთმანეთს შესთავაზონ საქონელი თუ მომსახურება შეღავათიანი პირობებით.
 

გსურთ ბუღალტრული აღრიცხვა პროფესიონალებს ჩააბაროთ?

ბუღალტრული აღრიცხვა სპეციალისტების დახმარებით

 

კომპანიების წინაშე ხშირად დგას კითხვა: ბუღალტერია ჩვენით ვაკეთოთ, თუ აუთსორსზე გავიტანოთ? ორივე ვერსიას თან ახლავს ხარისხის მიმართ გარკვეული რისკები და დანახარჯების ზრდის/შემცირების მოლოდინები. ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო დეკლარირების გადაბარება პროფესიონალების გუნდისთვის ხშირად ორმაგ პოზიტიურ ეფექტს იწვევს დამკვეთი კომპანიისთვის: (ა) ბუღალტრული აღრიცხვის ხარისხი და შესაბამისად, სარგებლიანობა იზრდება და (ბ) დანახარჯები მცირდება.

 

ინფორმაცია კომპანიის რესურსების შესახებ

 

ბუღალტრული აღრიცხვა კომპანიებს აძლევთ საშუალებას, გაანალიზონ განხორციელებული ოპერაციების ფინანსური შედეგები და მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილებები ბიზნესის გაფართოვებისთვის. საბუღალტრო პროგრამაში დროის ნებისმიერ მომენტში მაქსიმალურად ზუსტად უნდა იყოს ასახული ფირმის როგორც მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა, ასევე გასული პერიოდის შედეგები. კარგად წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვა კომპანიის რესურსების მართვის აუცილებელი წინაპირობაა, რადგან იქ ინახება მონაცემები იმის შესახებ, თუ რისი შეთავაზება შეუძლია კომპანიას ბაზრისთვის და როგორ ახერხებდა ამას წარსულში. ბუღალტრული მონაცემები ერთგვარი დაკვირვებაა ორგანიზაციის მაჯისცემაზე. მიმდინარე ბუღალტერიის კვალიფიციურად წარმოება ნიშნავს ორგანიზაციის მენეჯმენტისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის დროულად მიწოდებას. „ქუდოს ჯორჯია“ დამკვეთის ინტერესების შესაბამისად ამზადებს და წარადგენს პერიოდულ საბუღალტრო ანგარიშებს:

  • მომგებიანობის დინამიკა;
  • დებიტორული ვალდებულებების ნაშთები და ფულის ამოღების სტატისტიკა;
  • მოთხოვნების ზრდის ტენდენციები;
  • მარაგების ბრუნვის დინამიკა;
  • საოპერაციო ეფექტიანობის მაჩვენებლების ანალიტიკა;
  • მიმდინარე კოეფიციენტის (მიმდინარე აქტივებისა და ვალდებულებების თანაფარდობა) დინამიკა;
  • მთლიანი აქტივების ბრუნვის (რეალიზაციიდან შემოსავლის თანაფარდობა აქტივებთან) პერიოდული მაჩვენებლები;
  • უკუგება მთლიანი აქტივებიდან, კაპიტალიდან და ინვესტიციიდან.
 

საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა

 

სულ მცირე თვეში ერთხელ მოქმედ კომპანიებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა ევალებათ. „ქუდოს ჯორჯია“-ს ბუღალტრული აუთსორსინგის დეპარტამენტი დამკვეთების სახელით ამზადებს ყოველთვიურ, პერიოდულ და წლიურ დეკლარაციებს და www.rs.ge-ზე ატვირთვამდე აორგანიზებს მათი შინაარსის და დეტალების განხილვა დამკვეთის მენეჯმენტთან.

საგადასახადო დეკლარაციების აუთსორს საბუღალტრო ფირმის მიერ მომზადების უპირატესობები მრავალმხრივია: შესაბამისი კანონმდებლობის და კანონქვემდებარე აქტების სრულფასოვანი ცოდნა, დასადეკლარირებელი მონაცემების რამდენიმე დონეზე ანალიზი, რთულ კითხვებზე პასუხის ადვილად მოძიების შესაძლებლობა და მსგავსი შემთხვევებისთვის ჯვარედინი შედარება.

 

ბუღალტრული მომსახურების აუთსორსინგის უპირატესობები

 

„ქუდოს ჯორჯია“-სთვის ბუღალტრული აღრიცხვის და საგადასახადო ანგარიშგების დაკვეთას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს დამკვეთისთვის [შიდა საბუღალტრო განყოფილების ფუნქციონირებასთან შედარებით]:

  • ჩვენს დამკვეთებს ემსახურება არა მხოლოდ ცალკეული ფიზიკური პირები, არამედ სტრუქტურულად და პროფესიული თვალსაზრისით გამართული მრავალრიცხოვანი გუნდი, რომლის ვერტიკალური ინტეგრაცია განაპირობებს უწყვეტად მაღალი ხარისხის მიწოდებას (მ.შ. ტექნიკური შეცდომების გამორიცხვას);
  • ბუღალტრების ნამუშევარი გადის ხარისხის კონტროლის სკურპულოზურ პროცედურებს „ქუდოს ჯორჯია“-ს ბუღალტრული აუთსორსინგის დეპარტამენტში და მმართველ პარტნიორებთან;
  • დამკვეთის მენეჯმენტი მნიშვნელოვნად ზოგავს დროს, რომელიც დაეხარჯებოდა ბუღალტერიის განყოფილების ფუნქციონირების მართვისას;
  • საგადასახადო რისკებისა და ტვირთის მინიმიზაცია: ჩვენს ფირმაში დამკვიდრებული მონიტორინგისა და კონტროლის სისტემა პრაქტიკულად გამორიცხავს არსებით ცდომილებას (მ.შ. ზედმეტად გადახდას) სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებთან ფისკალურ ურთიერთობებში.
  • იზოგება ფული: საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში აუთსორსინგი ჩვენს დამკვეთებს 20-25%-ით უმცირებს ბუღალტრულ აღრიცხვაზე, საგადასახადო დეკლარირებასა და ფინანსურ ანგარიშგებაზე გაწეულ დანახარჯებს;
  • უფასო წვდომა ტექნოლოგიებზე: Kudos Georgia-ს ბუღალტრული აუთსორსინგის მომსახურების დამკვეთებს აქვთ საშუალება, ისარგებლონ ჩვენს ფირმაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფითა და საფინანსო კომპიუტერული გადაწყვეტილებებით;
  • რისკებისა და მოსალოდნელი პრობლემების დროული იდენტიფიკაცია: ჩვენი გამოცდილება და „ჯვარედინი გადამოწმების“ პრაქტიკა განაპირობებს შესაძლო გამოწვევებისა & საგადასახადო რისკების სწრაფ იდენტიფიცირებას და მათ მინიმიზაციას;
  • გარანტირებულია მაღალი კვალიფიკაციის საგადასახადო ექსპერტების დროული და მიზანმიმართული ჩართულობა, რომელთა ინდივიდუალურად, სრულ განაკვეთზე დაქირავება დამკვეთი კომპანიებისთვის მაღალ დანახარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული;
  • დამკვეთის არჩევანი ადგილზე ან დისტანციურად მომსახურების მიღების ვერსიებს შორის: იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს კლიენტს ურჩევნია, რომ მისი კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოოს საწარმოს ფარგლებს გარედან – ჩვენს ბუღალტრებს და ასისტენტებს ყოველთვის აქვთ ადგილი & შესაძლებლობა, მთელი სამუშაო Kudos Georgia-ს ოფისიდან შეასრულონ;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პარალელურად ჩვენი დამკვეთები [დამატებითი ანაზღაურების გარეშე] იღებენ კონსულტაციებს ბიზნეს ოპერაციების ეფექტიანობის, სპეციფიკური შედეგიანობისა და უკეთ წარმართვის შესაძლებლობის შესახებ.
 

დამკვეთი კომპანიისთვის ბუღალტრების პროფესიული მომზადება-გადამზადება

 

ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების პარალელურად ხშირად „ქუდოს ჯორჯია“ დამკვეთებს აწვდის მათთვის შესაბამისი კადრების გადამზადების მომსახურებას. ცალკეულ შემთხვევებში კომპანიისთვის შესაძლოა, ოპტიმალური იყოს 6-10 თვის განმავლობაში აუთსორს ბუღალტერიით სარგებლობა და შემდეგაც აღრიცხვის ადგილზე, საკუთარი ძალებით გაგრძელება. Kudos Georgia ეხმარება ასეთ საწარმოებს როგორც „სწორი“ კადრების შერჩევაში, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო რეპორტინგის, ფინანსური ანგარიშგებისა და ანალიზის სფეროებში მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. ჩვენ აგრეთვე ვახორცილებთ დამკვეთ კომპანიებში საბუღალტრო განყოფილების სტრუქტურულად და ორგანიზაციულად გამართვის მოკლევადიან პროექტებს.

 

ბუღალტრული აღრიცხვა –  ბაზისა და ჩანაწერების აღდგენა

 

უგულვებელყოფილი ბუღალტერია ბევრ პრობლემას იწვევს. მათ შორისაა გასული პერიოდების საბუღალტრო ჩანაწერების აღდგენის აუცილებლობა, რომელიც ხშირად კომპანიის ზრდასთან ერთად წამოიჭრება ხოლმე. მიმდინარე პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვა პრაქტიკულად შეუძლებელია, როდესაც ბაზაში დაფიქსირებული საწყისი ნაშთები და ოპერაციების მოცულობა არ ასახავს რეალობას.

„ქუდოს ჯორჯია“ საკმაოდ შეზღუდულ ვადებში ახორციელებს როგორც მცირე, ასევე საშუალო ზომის კომპანიების ბუღალტრული ბაზებისა და ჩანაწერების აღდგენით სამუშაოებს, რის შედეგად ჩვენი დამკვეთები იღებენ ღირებულ შედეგს: საბუღალტრო პროგრამა სრულფასოვნად ასახავს მათ საქმიანობას და აძლევთ მათ საშუალებას, მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილებები.

 

ფინანსური ანგარიშგების მომზადება და SARAS-თვის წარდგენა

 

საქართველოში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად მეწარმე სუბიექტებს ევალებათ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებების სახელმწიფოსთვის წარდგენა https://reportal.ge-ზე. ანგარიშგების სტანდარტები და წარდგენის ფორმა განსაზღვრულია კანონმდებლობითა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) აქტებით. „ქუდოს ჯორჯია“ ეხმარება დამკვეთ კომპანიებს ანგარიშგებების მაღალი ხარისხით მომზადებასა და შესაბამისი ფორმებით პორტალზე ატვირთვაში. ჩვენი მომსახურება მოიცავს სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებას, აქტივების ღირებულების შეფასებისა და ცვეთის დარიცხვის ოპტიმალური მეთოდოლოგიის განსაზღვრას, შემოსავლების & დანახარჯების აღიარების პროცედურების დანერგვას და ყველა შესაბამისი ახსნა-განმარტებითი შენიშვნის გაწერას.

მოითხოვე შეხვედრა