ბუღალტერიის კურსები

დღევანდელ რეალობაში არსებითად იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ ბუღალტრებზე, ფინანსური მენეჯერებზე, ამიტომაც „ქუდოს ჯორჯია“-მ ქუდოს აკადემიის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესთავაზა ბუღალტრული კურსები.

როგორ ვისწავლოთ?

ქუდოს აკადემიაში იმგვარად არის დაგეგმილი ბუღალტერიის შესწავლის პროგრამა, რომ სტუდენტი მოკლე პერიოდში იღებს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას ბუღალტრულ აღრიცხვაში. ჩვენ ვასწავლით ისეთ საკითხებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პრაქტიკაში. პრაქტიკული ბუღალტერიის შესწავლა სტაჟირებით, ერთ-ერთი ეფექტური გზაა მოკლე დროში განსავითარებლად.

საბუღალტრო კურსები ქუდოსში 👇

ბუღალტერიის კურსების დაწყებამდე, ქუდოსის გამოცდილი ტრენერები სტუდენტდებს უხსნიან თუ რა თუ რა უნდა გააკეთოს დამწყებმა ბუღალტერმა, საშუალოდ სამი წლის განმავლობაში, რომ გახდეს მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი კადრი:

  • დამქირავებელთან თავიდანვე შეათანხმოს მისი ფუნქცია-მოვალეობები. ჩამოიშოროს ბუღალტერიასთან დაუკავშირებელი საქმეები;
  • ისწავლოს ფასს და ბასს სტანდარტები;
  • ისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსი და მომიჯნავე კანონები, ბრძანებები, მუდმივად ადევნოს თვალი საკანონმდებლო ცვლილებებს;
  • სრულფასოვნად ისწავლოს დეკლარაციების შევსება;
  • აქცენტი გააკეთოს სრულ ბუღალტრულ აღრიცხვაზე და არა მხოლოდ კონკრეტულ მუხლებზე;
  • მანამდე, სანამ დაიწყებს ბიზნეს ოპერაციის აღრიცხვას, ისწავლოს მოვლენების გლობალურად შეფასება;
  • მუდმივად ახსოვდეს, რომ ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვა განსხვავდება ერთმანეთისგან და ბუღალტერია მხოლოდ საგადასახადო მიზნებისთვის არ უნდა აწარმოოს;
  • ყოველი ოპერაციის აღრიცხვის წინ, დაფიქრდეს თუ როგორი სახით ისურვებდა დამქირავებელი საბოლოო ანგარიშის, ინფორმაციის მიღებას;
    ახსოვდეს, რომ მის მიერ ნაწარმოებ ბუღალტერიაზე დაყრდნობით, მენეჯერები მნიშვნელოვან, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იღებენ;
  • კარგად ისწავლოს ექსელი, რაც არსებით დროს გამოუთავისუფლებს;
  • მკაცრად აკონტროლოს დოკუმენტბრუნვა;
  • დამქირავებელს ყოველთვის მიაწოდოს ინფორმაცია მოსალოდნელი საგადასახადო რისკების შესახებ.

ქუდოსის საბუღალტრო აკადემია, მსურველს დაეხმარება იმ საბაზისო ცოდნის მიღებასა და განვითარების გზის დანახვაში, რაც საბოლოო ანგარიშით, წარმატების მიღწევის საფუძველია.

უმრავლეს შემთხვევაში, ქუდოსის აკადემიის წარმატებული კურსდამთავრებულები ქუდოსში იწყებენ მუშაობას და უზრუნველყოფენ ფინანსურ აღრიცხვას პროფესიონალებთან ერთად.

ჩაეწერეთ კურსებზე!