ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

როგორ აღმოჩნდებიან ხოლმე კომპანიის ხელმძღვანელები ბუღალტრის პოზიციაზე?

ბუღალტრია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ერთეულია კომპანიის სტრუქტურაში

ბუღალტრული/ფინანსური დეპარტამენტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ერთეულია კომპანიის სტრუქტურაში. ფაქტობრივად ბიზნესის შესახებ ყველა ინფორმაცია თავს ბუღალტერიაში იყრის, სადაც შესაბამისად უნდა დამუშავდეს იმისთვის, რომ შეიქმნას საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგებისთვის სრულყოფილი, ზუსტი ბაზა.

იმ შემთხვევაში, თუ ბუღალტრული ბაზა მოუწესრიგებელია, თითქმის შეუძლებელი ხდება კომპანიის მდგომარეობის ანალიზი. არასრულყოფილი ბაზის პირობებში როგორც წესი ელემენტარული ინფორმაციის გენერირებაც კი რთულდება. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში, ხელმძღვანელი ვერ იღებს:

  • ანგარიშს დებიტორ-კრედიტორების შესახებ;
  • მარაგების თვითღირებულებას;
  • მარაგის ნაშთს;
  • წინასწარ, ყოველი თვის 15 რიცხვამდე, ვერ იგებს გადასახდელი საბიუჯეტო გადასახადის ოდენობას, რათა კომპანიამ დეკლარირების თარიღამდე მოაგროვოს საგადასახდო სახსრები;
  • გადასახდელი ხელფასების შესახებ ინფორმაციას;
  • მოგება-ზარალის უწყისს.

 

როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს?

ასეთ დროს ფირმის ხელმძღვანელს თავად უწევს სხვადასხვა საკითხში გარკვევა, ბუღალტერიის კონტროლი, დებიტორ-კრედიტორებთან შედარება რეალური დავალიანების დადგენის მიზნით. მუდმივი, გაუთავებელი ქაოსი ბუღალტერიაში ხელმძღვანელს ძალიან ცოტა დროს უტოვებს რეალური ფუნქციების შესასრულებლად, რაც საბოლოო ანგარიშით, კომპანიის წარუმატებლობის მიზეზი ხდება ხოლმე. ამასთან ერთად, იზრდება საგადასახადო რისკიც, რაც დამატებითი თავის ტკივილია კომპანიისთვის.

ნებისმიერი ხელმძღვანელისთვის ძალიან დიდი კომფორტია, როდესაც ბუღალტერია მოწესრიგებულია და მას აქვს ნდობა იმ მონაცემების მიმართ, რასაც ბუღალტერიიდან იღებს გარკვეული პერიოდულობით.

ხელმძღვანელები, რომელთაც ბოლომდე არ ესმით ბუღალტერიის მნიშვნელოვნება და ცდილობენ თანხების დაზოგვას ამ მიმართულებით, საბოლოოდ, ჩიხში აღმოჩნდებიან ხოლმე და იმაზე არსებითად მეტს ზარალობენ – ვიდრე „დაზოგეს ბუღალტერიაზე“.

შეჯამების სახით: ხელმძღვანელი უნდა მართავდეს – ასრულებდეს რეალურ ფუნქციებს და საერთოდ არ უნდა ფიქრობდეს ბუღალტერიაზე, მას უნდა ჰყავდეს კომპეტენტური ბუღალტრები, რომელთაც ენდობა და შესაბამისად, არ უნდა უწევდეს გამუდმებით ბუღალტერიის კონტროლი.

 

გაზიარება: