ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

გამარტივებული ბუღალტერია სარესტორნო ბიზნესისთვის

ჩვენი დაკვირვებით საქართველოში სარესტორნო ბიზნესში ბუღალტრული აღრიცხვა ან საერთოდ არ იწარმოება, ან ოპერაციები მნიშვნელოვანი ხარვეზებით აღირიცხება. ამ სფეროში იშვიათად შეხვდებით  კომპანიას, რომელსაც მოწესრიგებული აქვს ბუღალტრული ბაზა და დიდ ყურადღებას უთმობს ფინანსურ დეპარტამენტს.

მოუწესრიგებელი ბუღალტერია საშუალოვადინ და გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს უდიდეს პრობლემას უქმნის და ხშირად სარესტორნო ბიზნესის წარუმატებლობის (არც თუ იშვიათად – გაკოტრების) გამომწვევი მიზეზიც ხდება.

სამეურნეო ოპერაციების აღურიცხველობის დროს:

  • მენეჯმენტისთვის გაუგებარი რჩება კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და შესაბამისად, ვერც ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღება, რასაც საბოლოო ანგარიშით კომპანია დიდ პრობლემებამდე მიჰყავს;

 

  • ბევრი კომპანიის დამფუძნებლებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ბუღალტერიის არასწორი წარმოება ხდება. ბიზნეს ოპერაციების აღურიცხველობა ბადებს ეჭვებს და განუსაზღვრელს ხდის კომპანიის მდგომარეობას;

 

  • თავს იჩენს ბანკის სესხზე ან სხვა დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. კომერციული ბანკები სესხის გაცემამდე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, თუ რამდენად სწორად და სრულად არის ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგება მომზადებული, შეიცავს თუ არა ფინანსური ანალიტიკა არსებით შეცდომებს. იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანიას მოუწესრიგებელი აქვს სააღრიცხვო სისტემა, უკიდურესად ძნელია ბანკიდან სესხის მიღება.

 

საგადასახადო რისკები

სხვა რისკებთან ერთად უმნიშვნელოვანესია საგადასახადო რისკები. საქართველოს საგადასახადო კოდექსში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ თუ მეწარმე სუბიექტს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. ეს ხშირ შემთხვევაში გულისხმობს პირის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისი ოპერირების სხვა საგადასახადო პერიოდთან, ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის მონაცემებთან შედარებას და გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაკისრებას.

როგორც წესი საგადასახადო ორგანოს მიერ ამგვარად გამოანგარიშებული დაბეგვრა დიდ თანხებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი სახით განსაზღვრული დაბეგვრის შემთხვევები არცთუ ისე იშვიათია. არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ფირმის მიერ საგადასახადო დეკლარაციებში გადასახადის თანხის 100,000 ლარზე მეტით შემცირება მიიჩნევა გადასახადისგან თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

როგორც აღინიშნა, ბუღალტრული აღრიცხვის ხარვეზიანობის კუთხით ყველაზე დიდი პრობლემა სარესტორნო ბიზნესშია. ამ სფეროში რისკების შესამცირებლად Kudos Georgia-მ შეიმუშავა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული სისტემა, რაც ყველა ბიზნეს ოპერაციის დროულ, ზუსტ და სრულ აღრიცხვას უზრუნველყოფს. ამავდროულად აღნიშნული გამარტივებული სისტემა ამცირებს საბუღალტრო მომსახურების ღირებულებას: ბიზნესი იღებს ორმაგ სარგებელს: შემცირებულია როგორც რისკები, ასევე დანახარჯები.

 

გიორგი ბალესიაშვილი

გაზიარება: