აუდიტის ასისტენტი – A2

ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია Kudos Georgia აცხადებს ვაკანსიას აუდიტის ასისტენტის (A2) პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

* აუდიტის პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;

* აუდიტის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;

* აუდიტის პროცესთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

* Kudos International Network -ის მიერ შემუშავებული აუდიტის მეთოდოლოგიის სრულფასოვანი გამოყენება;  

 

 

ძირითადი მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება;

* ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

* ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში ან ბუღალტერიის დეპარტამენტში/ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

* Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

* ACCA (ჩაბარებული წიგნები) ჩაითვლება პრიორიტეტად;

* IFRS და ISA სტანდარტების საბაზისო ცოდნა;

 

 

ადგილმდებარეობა:

* თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა“

სამუშაო განაკვეთი:

* სრული (კვირაში ერთი დღე დისტანციური);

 

ანაზღაურება:

* 1,200 ლარი (გადასახადების გარეშე);

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2024 წლის 15 ივნისამდე წარმოადგინოთშემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს „ქუდოს ჯორჯიამ“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.