ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია “ქუდოს ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი;
** დეკლარაციების მომზადება (დრაფტი);
** დამხმარე ბუღალტრისთვის დავალებების მიცემა და კონტროლი;
** ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი/პროფესიული განათლება;
** აუცილებელია ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;
** აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1500 – 1900 ლარი (გადასახადების გარეშე);
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Services@Kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს “ქუდოს ჯორჯიამ” დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.