ბუღალტერი

ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია “ქუდოს ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

* ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
* ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
* პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი;
* საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
* ყოველთვიური ფინანსური უწყისებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
* ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

* უმაღლესი/პროფესიული განათლება;
* აუცილებელია ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
* სამშენებლო სექტორში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება პრიორიტეტი;
* საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;
* აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

* სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
* ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო განაკვეთი:

* სრული;

ანაზღაურება:

* 1,500 – 2,000 ლარი (გადასახადების გარეშე);

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: services@kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს „ქუდოს ჯორჯიამ“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.