ბუღალტრის ასისტენტი

ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია “Kudos Georgia” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** ბუღალტრის მიერ მიცემული დავალებების შესრულება;
** ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი/პროფესიული განათლება;
** აუცილებელია ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;
** აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@Kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს “ქუდოს ჯორჯიამ” დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.