ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის მენეჯერი

ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია Kudos Georgia აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრული აღრიცხვის და რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
  • საბუღალტრო ბაზაში ასახული ოპერაციების სისწორის პერიოდული შემოწმება და კონტროლი;
  • ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციებისათვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება და წარდგენა შემოსავლების სამსახურში;
  • ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა და კორესპონდენციის წარმოება შემოსავლების სამსახურთან;
  • საბუღალტრო და საგადასახადო ხასიათის კონსულტაციების გაცემა, როგორც პორტფელში შემავალი კომპანიების წარმომადგენლებთან, ასევე პროექტში მომუშავე მისდამი დაქვემდებარებული;
  • პორტფელში შემავალ კომპანიებთან დაკავშირებული ბუღალტრული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
  • პორტფელში შემავალი კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ეფექტიანობის ზრდის უზრუნველსაყოფად, მენეჯერისადმი დაქვემდებარებული თანამშრომლების შესასრულებელი სამუშაოების წარმოების პოლიტიკისა და კონტროლის მექანიზმების შემუშავება;
  • ფინანსური რეპორტინგის წარმოება
  • ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი/პროფესიული განათლება;
  • აუცილებელია ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (მათ შორის მინიმუმ 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე);
  • საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
  • აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
  • სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
სამუშაო განაკვეთი:სრული;
ანაზღაურება:3000 ლარიდან გადასახადების გარეშე;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@Kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს „ქუდოს ჯორჯიამ“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.