ბუღალტრული აღრიცხვის და რეპორტინგის დეპარტამენტის უფროსი

ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია Kudos Georgia აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრული აღრიცხვის და რეპორტინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მენეჯერების მიერ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა და მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის საბუღალტრო და საგადასახადო ხასიათის კონსულტაციების გაცემა;
** პორტფელში შემავალ კომპანიებთან დაკავშირებული ბუღალტრული პრობლემების იდენტიფიცირება და პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაწყვეტილების მიღება;
** რეპორტინგის შემოწმება
** დეპარტამენტის საქმიანობის პოლიტიკისა და პროცედურების გაუმჯობესებისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და განხორციელება;
** ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი/პროფესიული განათლება;
** საბუღალტრო/ფინანსურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** IFRS სტანდარტების ცოდნა
** აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა.

სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2024 წლის 30 მაისამდე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@Kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს “ქუდოს ჯორჯიამ” დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.