სენიორ აუდიტორი – S2

ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია Kudos Georgia აცხადებს ვაკანსიას სენიორ აუდიტორის (S2) პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

* აუდიტის პროცესის ეფექტიანი ორგანიზება და წარმართვა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად;

* Kudos International Network -ის მიერ შემუშავებული აუდიტის მეთოდოლოგიის სრულფასოვანი გამოყენება;

* აუდიტის პროცესში მომზადებული დოკუმენტების რევიზია;

* აუდიტის დასკვნის მომზადება და პარტნიორისთვის წარდგენა;

* პრაქტიკული ტრენინგების უზრუნველყოფა ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის;

 

ძირითადი მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება ფინასური ან/და ბიზნეს მიმართულებით;

* ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

* ფინანსურ აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

* Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

* IFRS და ISA სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;

 

ადგილმდებარეობა:

* თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა“

 

სამუშაო განაკვეთი:

* სრული;

 

ანაზღაურება:

* 2,100 ლარი (გადასახადების გარეშე);

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 25 მარტამდე წარმოადგინოთ LinkedIn Jobs – ის შესაბამისი ფუნქციით ან  გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: services@kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს „ქუდოს ჯორჯიამ“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.