ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია Kudos Georgia აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
ვაკანსიების რაოდენობა: 3
ძირითადი მოვალეობები:
* ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
* ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
* პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი;
* ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების წარდგენა შემოსავლების სამსახურში;
* ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
* ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
* უმაღლესი/პროფესიული განათლება;
* აუცილებელია ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
* საბუღალტრო პროგრამა Fina ან/და Apex ან/და ORIS;
* აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
* სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
* ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
სამუშაო განაკვეთი:
* სრული;
ანაზღაურება:
* 1,000 – 1,400 ლარი (გადასახადების გარეშე);
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2022 წლის 7 აგვისტომდე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Services@Kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს „ქუდოს ჯორჯიამ“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.