ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია “Kudos Georgia” აცხადებს ვაკანსიას აუდიტის ასისტენტის (A3) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** აუდიტის პროცესის ეფექტიანი ორგანიზება და წარმართვა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად;
** Kudos International Network -ის მიერ შემუშავებული აუდიტის მეთოდოლოგიის სრულფასოვანი გამოყენება;
** აუდიტის პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** აუდიტის პროცესთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსურ აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ACCA (ჩაბარებული წიგნები) ჩაითვლება პრიორიტეტად;
** IFRS და ISA სტანდარტების ცოდნა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნეს ცენტრი “მოზაიკა”
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი (გადასახადების გარეშე)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2023 წლის 21 ივლისამდე წარმოადგინოთ LinkedIn Jobs – ის შესაბამისი ფუნქციით ან გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: services@kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს “ქუდოს ჯორჯიამ” დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.