სენიორ აუდიტორი

ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია “Kudos Georgia” აცხადებს ვაკანსიას სენიორ აუდიტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** აუდიტის პროცესის ეფექტიანი ორგანიზება და წარმართვა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად;
** Kudos International Network -ის მიერ შემუშავებული აუდიტის მეთოდოლოგიის სრულფასოვანი გამოყენება;
** აუდიტის პროცესში მომზადებული დოკუმენტების რევიზია;
** აუდიტის დასკვნის მომზადება და პარტნიორისთვის წარდგენა;
** პრაქტიკული ტრენინგების უზრუნველყოფა ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური ან/და ბიზნეს მიმართულებით;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ფინანსურ აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** IFRS და ISA სტანდარტების ცოდნა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნეს ცენტრი “მოზაიკა”
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 2100-2400 ლარი (გადასახადების გარეშე);

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2023 წლის 21 ივლისამდე წარმოადგინოთ LinkedIn Jobs-ის შესაბამისი ფუნქციით ან გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: services@kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს “ქუდოს ჯორჯიამ” დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.