არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც კომპანია დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე (რომელიც არ წარმოადგენს კომპანიის დაქირავებულ პირს) გასცემს უპროცენტო სესხს. ხშირად კომპანიის ბუღალტრები პირნათლად ბეგრავენს გაცემულ სესხის ძირ თანხას მოგების გადასახადით, როგორც ეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილით არის გათვალისწინებული.
რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრა
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება / მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი არ ითვალისწინებს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღებას, ამიტომ ეს ოპერაცია დაკვალიფიცირდება, როგორც მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა.
გასათვალისწინებელია, რომ სსკ-ის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, აღნიშნულ შემთხვევაში, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული უსასყიდლო მომსახურების საბაზრო ფასით.
კომპანია ვალდებულია გაცემულ უპროცენტო სესხის ძირთან ერთად, მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით ყოველთვიურად დაბეგროს გაცემულ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, რომელიც ქვეყენაში არსებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით იქნება დათვლილი.
ვქმნით უკეთეს საფინანსო გარემოს!