ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

დამფუძნებლის წარმომადგენლობა – ახალი მომსახურება KUDOS-ში

სერვისი დამფუძნებლის წარმომადგენლობა

KUDOS GEORGIA-სთვის 2023 წელი წარმატებული აღმოჩნდა: ჩვენ დაგვასახელეს Kudos International-ის წლის ფირმად, პორტფელის ზრდამ 50%-ს გადააჭარბა, თანამშრომელთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა, მომართვიანობაც არსებითად გაიზარდა და საამაყოა, რომ საქართველოს კორპორატიულ ბაზარს შევთავაზეთ ძალიან საინტერესო და საჭირო მომსახურება, რომელსაც „დამფუძნებლის წარმომადგენლობა“ დავარქვით.

 

რას გულისხმობს დამფუძნებლის წარმომადგენლობა?

საქართველოში ეტაპობრივად იზრდება ისეთი კომპანიების რაოდენობა, რომელთა საქმიანობაში დამფუძნებლები აქტიურად არ არიან ჩართული: ისინი ე.წ. “პასიური მეწილეები“ არიან და კომპანიის საოპერაციო მართვის სადავეები სხვა ხალხზე აქვთ დელეგირებული. აღნიშნული პრაქტიკა მისასალმებელია, რადგან ისეთ კომპანიებში, სადაც დამფუძნებლები ხელმძღვანელებიც არიან, ჩვენი დაკვირვებით, ბევრი ხარვეზი იჩენს ხოლმე თავს (იხ. ბლოგი: რატომ არ არის CFO დამოუკიდებელი?).

პასიურ მეწილეს აინტერესებს, თუ როგორ ვითარდება მის კომპანიაში მოვლენები, რამდენად კეთილსინდისიერად და ეფექტიანად მუშაობს კომპანიის ხელმძღვანელი / მენეჯმენტი, რა პოლიტიკითა და პროპორციით ხდება დივიდენდის გამოცხადება/განაწილება, რა პრინციპითა და ოდენობით უნაზღაურდებათ თანამშრომლებს ხელფასი, ფინანსდება თუ არა არაგონივრული, ზენორმატიული ხარჯები და ა.შ.

იმისთვის, რომ პასიური მეწილე მუდმივად ინფორმირებული იყოს, თუ რა მდგომარეობაა მის კომპანიაში, ქუდოსმა განავითარა „დამფუძნებლის წარმომადგენლობის“ მომსახურების ხაზი. ჩვენ გარკვეული პერიოდულობით ვიკვლევთ კომპანიის შედეგებს, ტენდენციებს, მდგომარეობას და დამფუძნებელს ანგარიშის სახით წარვუდგენთ:

  • საბაზრო ღირებულებასთან შედარებით რამდენად ადეკვატურ ფასად შეისყიდა კომპანიამ საქონელი / მომსახურება და ამ კუთხით ხომ არ ჰქონია თანხების გაფლანგვას ან მითვისებას ადგილი;
  • აღინიშნება თუ არა კომპანიაში ფიქტიური / ვირტუალური თანამშრომლების ან სერვისის მიმწოდებლების აყვანის და მათზე საზღაურის გაცემის ფაქტები;
  • რამდენად კანონიერად იხდის კომპანია სახელმწიფო / ადგილობრივ გადასახადებს და ჰო არ ნაწილდება საბიუჯეტო გადასახდელი თანხები სხვა დანიშნულებით;
  • ფიქსირდება თუ არა კომპანიაში არაგონივრული საოპერაციო თუ არასაოპერაციო ხარჯები;
  • აღინიშნება თუ არა დოკუმენტურად დაუდასტურებელი შემოსავლები, რომლებიც შემდგომ არამიზნობრივად და არაკეთილსინდისიერად იხარჯება;
  • რამდენად სწორად, ზუსტად, დროულად და სრულად აღირიცხება ბუღალტერიაში სამეურნეო ოპერაციები;

 

პარალელურად ვაკეთებთ კომპანიის ზოგად ფინანსურ მომიხილვასა და შეფასებას, დამფუძნებელს ვაწვდით ინფორმაციას ხარჯებისა და შემოსავლების დინამიკაზე, წარვუდგენთ სხვადასხვა სახის ფინანსურ რეპორტს, რის საფუძველზეც იგი იქმნის წარმოდგენას კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე.

ხაზგასასმელია, რომ შესაძლოა, კომპანიის პასიურ მეწილეს მენეჯმენტისგან წარედგინება ფინანსური ან/და მმართველობითი რეპორტები, თუმცა დამფუძნებელი ვერ იღებს რწმუნებას მათ სიზუსტეზე.

 

რითი განსხვავდება აღნიშნული მომსახურება ფინანსური ანგარიშგების აუდიტისგან?

ზოგ დამფუძნებელს ჰგონია, რომ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების შემდეგ გაცხადდება კომპანიის ყველა ხარვეზი და ის ინფორმირებული იქნება მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა ეს მოლოდინი რეალობას არ შეესაბამება. ზოგადი განმარტებით, ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ადასტურებს კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების სისწორეს, თუმცა კომპანიაში აუდიტის ჩატარების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, არ ცხადდება ხოლმე ისეთი ხარვეზები, როგორიცაა: არამიზნობრივი ხარჯები, ფიქტიური თანამშრომლები, თაღლითური გარიგებები და სხვა გარემოებები, რომლებიც აზარალებს პასიურ მეწილეს. მათ აღმოსაჩენად უნდა ჩატარდეს უფრო სიღრმისეული პროცედურები, რასაც Kudos-ის მომსახურება – „დამფუძნებლის წარმომადგენლობა“ მოიცავს.

 

როგორი მოთხოვნაა ბაზარზე მოცემულ მომსახურებაზე?

ქუდოსმა აღნიშნული მომსახურება სწორედ მოთხოვნის ზრდის გამო შექმნა. ბოლო პერიოდში არსებითად გაიზარდა დისტანცირებული დამფუძნებლების მხრიდან მომართვიანობა. ჩვენ შევიმუშავეთ და გავწერეთ დეტალური პროცედურები, რომელთა განხორციელებით პასიური მეწილეები ზუსტად იმ მონაცემებს იღებენ, რაც მათთვის ყველაზე მეტად საინტერესოა. ქუდოსი წარმოადგენს დამფუძნებლებს!

 

გიორგი ბალესიაშვილი

„ქუდოს ჯორჯია“-ს მმართველი პარტნიორი

გაზიარება: