ფინანსური აუდიტი

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ამყარებს ინვესტორთა ნდობას და ხელს უწყობს ეკონომიკურ აქტივობას. აუდიტის შედეგად გამოთქმული „არამოდიფიცირებული მოსაზრება“ (Unmodified ან Unqualified Opinion) ანგარიშგების წამკითხველისთვის წარმოადგენს იმის რწმუნებას, რომ სუბიექტის მიერ წარმოდგენილი ფინანსური უწყისები და ახსნა-განმარტებები ზუსტად ასახავენ კომპანიის სამეურნეო რეალობას, ანუ ადგილი არ ჰქონია არც გაყალბებას და არც არსებითი ხასიათის შეცდომას.

 

სავალდებულო ფინანსური აუდიტი

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა I და II კატეგორიის საწარმოებს ავალდებულებს ფინანსური ანგარიშგების ყოველწლიური აუდიტის ჩატარებას და აუდიტირებული რეპორტების გასაჯაროვებას.

აღნიშნულ ზომით კატეგორიებში ხვდებიან საქართველოში რეგისტრირებული საწარმოები, რომლებიც ქვემოთ ჩამოთვლილი სამი კრიტერიუმიდან, სულ მცირე, ორს აკმაყოფილებენ:

  • საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს საწარმოს აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს აღემატებოდა;
  • საანგარიშგებო პერიოდის (წლის) განმავლობაში საწარმოს შემოსავალი 20 მილიონ ლარს აღემატებოდა;
  • აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საწარმოში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა იყო 50-ზე მეტი​.

„ქუდოს ჯორჯია“ ამოწმებს I და II კატეგორიის კომპანიების მიერ მომზადებულ წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებს; საჭიროების შემთხვევაში, საწარმოს სთავაზობს შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას და, შედეგად, გამოთქვამს აუდიტორულ მოსაზრებას, თუ რამდენად ასახავს წარმოდგენილი ანგარიშგება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას და სამეურნეო საქმიანობის შედეგებს.

 

ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ეტაპები

ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისას „ქუდოს ჯორჯია“ ხელმძღვანელობს საერთაშორისო სტანდარტებით (International Standards on Auditing) და საუკეთესო პრაქტიკით / გამოცდილებით.

ჩვენ მიერ ჩატარებული აუდიტი, როგორც წესი, ხუთი ეტაპისგან შედგება:

  1. მომზადება: კლიენტის გაცნობა, მიღება და დამტკიცება;
  2. დაგეგმვა: გარიგების მიდგომების შემუშავება, რისკების განსაზღვრა და ჩასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა;
  3. შესრულება: ტესტირებების განხორციელება, კლიენტთან და მის დაკავშირებულ მხარეებთან / კონტრაჰენტებთან უშუალო კომუნიკაცია, მტკიცებულებების მოგროვება და ანალიზი;
  4. რეპორტინგი: აუდიტის ანგარიშის შემუშავება, მიმოხილვა და გამოცემა;
  5. დასრულება: გარიგების პროცედურული დეტალების ამოწურვა და კლიენტთან ინფორმაციის გაცვლა.

 

პროგრამული უზრუნველყოფა ფინანსური აუდიტისთვის

აუდიტის განხორციელებისას „ქუდოს ჯორჯია“-ში ვიყენებთ ჩვენი საერთაშორისო ქსელის, Kudos International Network-ის მიერ შემუშავებულ, სრულფასოვანი აუდიტის ჩატარებისთვის იდეალურად გამართულ პროგრამულ უზრუნველყოფას. ჩვენი სოფტი მონაცემებს ონლაინ რეჟიმში ღრუბელზე ინახავს და შესაბამისად, „ქუდოს ჯორჯიას“ თანამშრომლებს როგორც სამუშაო კომპიუტერიდან, ასევე ინტერნეტთან დაკავშირებული ნებისმიერი მოწყობილობიდან შეუძლიათ, იმუშაონ პარალელურად და ერთობლივად. აუდიტის განხორციელების თითოეულ ეტაპზე შესაძლებელია, 20 თანამშრომლის ერთდროული, სინქრონული მუშაობა ნებისმიერ პროექტზე. პროგრამული უზრუნველყოფა სრულფასოვნად ფარავს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.

 

აუდიტის საერთაშორისო გამოცდილება​

პროფესიული მომსახურების ფირმების გლობალური ქსელი Kudos International „ქუდოს ჯორჯიას“ სისტემატიურად აწვდის ინფორმაციას აუდიტის სფეროში მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ჩვენი ქსელისგან ვიღებთ უწყვეტი პროფესიული განათლებისა და მაღალი დონის ტრენინგების მხარდაჭერას. გამოცდილების გაზიარება ითვალისწინებს როგორც „ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის“ (ISQM 1) დანერგვასა და ეფექტიან გამოყენებას, ასევე აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISAs) ინტერპრეტაციების განხილვასა და გაზიარებას. ქუდოსის ქსელი ასევე რეგულარულად მართავს რეგიონულ და საერთაშორისო ტექნიკურ სემინარებსა და კონფერენციებს, რომლებზეც ჩვენს აუდიტორებს ეძლევათ შესაძლებლობა, მსოფლიოს საუკეთესო და უძლიერესი პრაქტიკოსებისგან გაიგონ აუდიტის სიახლეები და საუკეთესო გამოცდილება.

 

დროის დაზოგვა და მენეჯმენტი

„ქუდოს ჯორჯიას“ აუდიტორად შერჩევისას დამკვეთი იღებს გადაწყვეტილებას თავისი მენეჯმენტის და დასაქმებულთა დროის დაზოგვის შესახებ ისე, რომ აუდიტის ხარისხი არ მცირდება. ჩვენი კომპანიის თანამშრომლებისა და ტექნოლოგიების სინერგია მნიშვნელოვნად აჩქარებს პროცესებს და მაღალი ხარისხის აუდიტის ჩატარება შესაძლებელი ხდება სამჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე საქართველოში აპრობირებული აუდიტის საშუალო ხანგრძლივობაა. ქუდოსის პროფესიონალი აუდიტორები მუდმივად ვითარდებიან, ძლიერდებიან და მთელს თავიანთ უნარებს და ძალისხმევას ახმარენ გარიგებების სრულფასოვნად, ეფექტიანად და სწრაფად შესრულებას.

მოითხოვე შეხვედრა