ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების ბოლო ვადა ახლოვდება

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით III და IV კატეგორიის საწარმოებს ევალებათ 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების სახელმწიფოსთვის წარდგენა არაუგვიანეს 2022 წლის 3 ოქტომბრისა.

IV კატეგორიის საწარმოა იურიდიული პირი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.

ანუ მეოთხე კატეგორიის საწარმოები ყველაზე მცირე ზომის მეწარმე სუბიექტები არიან. მათ ევალებათ, ანგარიშგება მოამზადონ SARAS-ის (https://saras.gov.ge/ka/Home/YearlyReports) მიერ დადგენილი „მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი“-ს შესაბამისად: https://saras.gov.ge/Content/files/meotxe-kategoriis-sawarmoebis-finansuri.pdf. ევროკავშირში IV კატეგორიის საწარმოები მოიხსენიება, როგორც „მიკრო საწარმო“.

III კატეგორიის საწარმო ისეთი იურიდიული პირია, რომელიც IV კატეგორიის საწარმოს განმსაზღვრელ კრიტერიუმებს არ შეესაბამება და ამავდროულად, მისი მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

მესამე კატეგორიის საწარმოებს ევალებათ, ანგარიშგება მოამზადონ მცირე და საშუალო
საწარმოებისათვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (მსს ფასს) შესაბამისად: https://saras.gov.ge/Content/files/IFRS_for_SMEs_2015_.pdf, თუმცა ნებადართულია ე.წ. Full IFRS-ის გამოყენებაც: https://saras.gov.ge/ka/Home/IfrsNew. ევროკავშირში III კატეგორიის საწარმოები მოიხსენიება, როგორც „მცირე საწარმო“.

საქართველოში III და IV კატეგორიის კომპანიებს ჟერ-ჯერობით არ ევალებათ აუდიტორის მოწვევა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება-დამოწმება.

„ქუდოს ჯორჯია“ მომსახურებას უწევს საქართველოში მოქმედ IV და III კატეგორიის საწარმოებს და ეხმარება მათ ფინანსური ანგარიშგებების მომზადებასა და სახელმწიფოსთვის წარდგენაში. Kudos Georgia: services@kudos.ge.

 

გაზიარება: