ფინანსური აღრიცხვა და ბუღალტერია

სერვისები

ფინანსური აუდიტი

მზარდი კონკურენციისა და გლობალიზაციის პირობებში, როდესაც კომპანიები ვითარდებიან, ფართოვდებიან და სხვადასხვა ქვეყნებში იწყებენ პოზიციონირებას, არსებითად მნიშვნელოვანი გახდა ბიზნესის მფლობელების თუ პოტენციური ინვესტორების ნდობა, ნდობას კი სხვადასხვა მიმართულების აუდიტორული მომსახურება ამყარებს.

საინვესტიციო ბანკინგი

„ქუდოს ჯორჯია“-ს საინვესტიციო ბანკინგის მიმართულება ეხმარება სხვადასხვა ტიპის კომპანიას კაპიტალის/ინვესტიციის მოზიდვასა და მის დაბანდებაში, უზრუნველყოფს კომპანიების შერწყმისა და შესყიდვის პროცედურებს. ჩვენ, როგორც საინვესტიციო ბანკირები, წარმოვადგენთ შუამავლებს ინვესტორებსა და კაპიტალის მაძიებლებს შორის.

‎‎

საშემფასებლო მომსახურება

„ქუდოს ჯორჯია“-ს საშემფასებლო მომსახურების გუნდს აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, რაც უზრუნველყოფს პოტენციური დამკვეთისთვის სტრატეგიული, საოპერაციო და ფინანსური მიზნების მისაღწევად შესაბამისი მომსახურების მიწოდებას.



საგადასახადო მომსახურება

დღევანდელ სწრაფად ცვალებად საგადასახადო საკანონმდებლო სივრცეში ძალიან მნიშვნელოვანია კანონის სრულფასოვანი ცოდნა და მისი სწორად გამოყენება. კომპანიების უმრავლესობას არ აქვს საგადასახადო მიმართულება შესაბამისად გამართული და ეს გარემოება იწვევს ფულადი რესურსების არაეფექტურად გამოყენებას, რადგან შესაძლოა იმაზე მეტ გადასახადს იხდიან, ვიდრე ეკუთვნით, ან საგადასახადო პასუხისმგებლობის რისკის ზრდას, რადგან იმაზე ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე კანონმდებლობით მოეთხოვებათ.

კომპანიის გამოჯანსაღება

„ქუდოს ჯორჯიას“ კრიზისის მართვის გუნდი ეხმარება კომპანიებს, რომლებიც ისეთი მნიშვნელოვანი ფინანსური და საოპერაციო გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა, მაღალი ლევერეჯი, ლიკვიდურობის პრობლემები, მმართველი რგოლებისა და კლიენტების დაკარგვა, რეფინანსირების რისკი, ბიზნესის ძირითადი მიმართულების სწრაფი უკუსვლა. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიებთან, რომლებიც მნიშვნელოვნად დაზარალდნენ ბაზარზე არსებული გარემო პირობების უეცარი ცვლილებით.

დიუ დილიჯენსი

ბიზნესის შეძენის, გაყიდვის თუ შერწყმის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია სამიზნე ობიექტის შესახებ რეალური ინფორმაციის მოპოვება, რათა საბოლოო გადაწყვეტილებაც წარმატებული აღმოჩნდეს. დიუ დილიჯენსის მომსახურების მიზანია დამკვეთს მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია სამიზნის შესახებ და შეაფასოს მოსალოდნელი გარიგების რისკები.





IFRS-ის დანერგვა

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს კომპანიების სააღრიცხვო პოლიტიკის გაუმჯობესებას, IFRS-ის დანერგვას, რაც ხელს უწყობს გამჭვირვალობის გაზრდას და ფინანსური მენეჯმენტის ხარისხის გაუმჯობესებას. გარდა საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობისა, IFRS-ის დანერგვა დადებით გავლენას ახდენს კომპანიის IT, იურიდიულ, გაყიდვების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიმართულებებზე.




საბუღალტრო მომსახურება

სხვადასხვა აღიარებული სტანდარტისა და რეგულაციის შესაბამის საბუღალტრო/ფინანსურ აღრიცხვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომპანიაში, მენჯემნეტს საშუალება ეძლევა ბიზნესზე რეალური შეხედულება შეიქმნას და შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. საბუღალტრო სააღრიცხვო სისტემის გაუმართაობა კი, ძალიან ხშირ შემთხვევაში ბიზნესის უკუსვლის მიზეზი ხდება, რადგან გადაწყვეტილებების მიღებისას მენეჯმენტი ვერ ეყრდნობა იმ სწორ და რეალურ რიცხვობრივ ინფორმაციას, რომლებიც კომპანიაში განხორციელებულ ოპერაციებს ასახავს.

ქუდოს აკადემია

2019 წელს „ქუდოს ჯორჯია“-მ საქმიანობის ახალ და საინტერესო მიმართულებას „ქუდოს აკადემიას“ ჩაუყარა საფუძველი. აკადემიის მიზანია მსმენელს შესთავაზოს სხვადასხვა პროფესიული მიმართულების სასერტიფიკაციო ტრენინგ პროგრამა, რაც პროფესიულ ბაზარზე კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.






კომპანიის სტატისტიკა

ბრუნვა

$ 0 M

გლობალურად

ქვეყნები

0

გლობალურად

ზრდა (%)

0 %

გლობალურად

ვინ ვართ ჩვენ

წამყვანი აუდიტპრული კომპანიების - ქუდოსის საერთაშორისო ქსელი

ქუდოსის საერთაშორისო ქსელი, ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საერთაშორისო ქსელია, რომელიც დაარსდა 2012 წელს და წარმოდგენილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.

ქუდოსის საერთაშორისო ქსელის წარმატებას უზრუნველყოფს „Forum of Firms“-ის სრულუფლებიანი წევრობა. ფორუმის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ფირმებისათვის რომლებმაც დანერგეს გლობალურად კოორდინირებული შიდა ხარისხის უზრუნველყოფის გადახედვის პროგრამა, საქმიანობის პროცესში იყენებენ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISAs) და აკმაყოფილებენ სხვა შესაბამის ეთიკურ მოთხოვნებს.

დაგვიკავშირდით