ფინანსური აუდიტი

მზარდი კონკურენციისა და გლობალიზაციის პირობებში, როდესაც კომპანიები ვითარდებიან, ფართოვდებიან და სხვადასხვა ქვეყნებში იწყებენ პოზიციონირებას, არსებითად მნიშვნელოვანი გახდა ბიზნესის მფლობელების თუ პოტენციური ინვესტორების ნდობა, ნდობას კი სხვადასხვა მიმართულების აუდიტორული მომსახურება ამყარებს.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების დროს აუდიტორის საერთო მიზნებია:

  • დასაბუთებული რწმუნების მოპოვება იმის შესახებ, ფინანსური ანგარიშგება, მთლიანობაში, შეიცავს თუ არა თაღლითობით ან შეცდომით გამოწვეულ არსებით უზუსტობას, რაც აუდიტორს შესაძლებლობას მისცემს, გამოთქვას მოსაზრება იმის თაობაზე, არის თუ არა ფინანსური ანგარიშგება მომზადებული, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად;
  • დასკვნის შედგენა ფინანსური ანგარიშგების შესახებ და აუდიტორის მიერ გამოვლენილი ფაქტების შესახებ ინფორმირება, ასს-ების მოთხოვნების შესაბამისად.

„ქუდოს ჯორჯია“ კორპორატიულ ბაზარს უმაღლესი ხარსხის აუდიტორულ მომსახურებას სთავაზობს. ჩვენთან დანერგილია აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA), რომელთა განუხრელი დაცვა უზრუნველყოფს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მსოფლიოში აღიარებული ნორმებით ჩატარებას.

კომპანიამ დანერგა აუდიტის პროგრამა, რაც საშუალებას გვაძლევს სრულად  გაკონტროლდეს აუდიტის პროგრამით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მომსახურების მაღალი ხარისხი.