აუდიტორული კომპანია ქუდოს ჯორჯია
„ქუდოს ჯორჯია“ წარმოადგენს აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის „Kudos International Network“-ის სრულუფლებიან წევრს, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.
ჩვენი კომპანია რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის აუდიტორული ფირმების რეესტრში.
ჩვენს წარმატებას უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე გუნდი, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან სერტიფიცირებული ბუღალტრები, შემფასებლები, აუდიტორები, ექსპერტები, რომელთაც გააჩნიათ დიდი გამოცდილება პროფესიულ მომსახურებაში სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა საბანკო საქმე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ენერგეტიკა, ლოჯისტიკა, კომუნიკაცია, სოფლის მეურნეობა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა.
ჩვენ ვთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს.
ვამაყობთ, რომ ვართ „Forum of Firms“-ის წევრები. ფორუმის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ფირმებისათვის რომლებმაც დანერგეს გლობალურად კოორდინირებული შიდა ხარისხის უზრუნველყოფის გადახედვის პროგრამა, საქმიანობის პროცესში იყენებენ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISAs) და აკმაყოფილებენ სხვა შესაბამის ეთიკურ მოთხოვნებს.
„ქუდოს ჯორჯია“ უზრუნველყოფს ფინანსური აუდიტის და ბუღალტრული მომსახურებების მიწოდებას:
ფინანსური აუდიტი;
საგადასახადო მიმოხილვა;
საინვესტიციო ბანკინგი;
ტრენინგები;
ბუღალტერია;
შეფასება;
კომპანიის გამოჯანსაღება;
დიუ დილიჯენსი;
IFRS-ის დანერგვა.
ჩვენ მზად ვართ შევქმნათ უკეთესი საფინანსო გარემო.
პარტნიორები