საბუღალტრო მომსახურება

სხვადასხვა აღიარებული სტანდარტისა და რეგულაციის შესაბამის საბუღალტრო/ფინანსურ აღრიცხვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომპანიაში, მენჯემნეტს საშუალება ეძლევა ბიზნესზე რეალური შეხედულება შეიქმნას და შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. საბუღალტრო სააღრიცხვო სისტემის გაუმართაობა კი, ძალიან ხშირ შემთხვევაში ბიზნესის უკუსვლის მიზეზი ხდება, რადგან გადაწყვეტილებების მიღებისას მენეჯმენტი ვერ ეყრდნობა იმ სწორ და რეალურ რიცხვობრივ ინფორმაციას, რომლებიც კომპანიაში განხორციელებულ ოპერაციებს ასახავს.

ქუდოს ჯორჯია ჩვენს პოტენციურ დამკვეთებს სთავაზობს საბუღალტრო კონსულტაციის შემდეგ ტიპებს:

  • კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებას;

  • შემუშავებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას;

  • ბიზნესოპერაციების სრულ, დროულ და ზუსტ ასახვას;

  • დაინტერესებული მხარეებისთვის ფინანსური და სხვა ტიპის ანგარიშგებების მომზადებასა და წარდგენას;

  • მიმდინარე ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებისა და წარდგენის კონტროლს;

  • ერთჯერად საბუღალტრო მომსახურებას, როგორიცაა, ბუღალტრული ბაზის აღდგენა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS) და სხვა;

  • სხვა დაკავშირებული მომსახურებას.

„ქუდოს ჯორჯია“ პოტენციურ დამკვეთს, ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, სთავაზობს როგორც დისტანციურ ბუღალტრულ მომსახურებას, ისე საკუთარი თანამშრომლის დამკვეთის ოფისში განთავსებით ბუღალტერიის წარმოებას.