საგადასახადო მომსახურება

დღევანდელ სწრაფად ცვალებად საგადასახადო საკანონმდებლო სივრცეში ძალიან მნიშვნელოვანია კანონის სრულფასოვანი ცოდნა და მისი სწორად გამოყენება. კომპანიების უმრავლესობას არ აქვს საგადასახადო მიმართულება შესაბამისად გამართული და ეს გარემოება იწვევს ფულადი რესურსების არაეფექტურად გამოყენებას, რადგან შესაძლოა იმაზე მეტ გადასახადს იხდიან, ვიდრე ეკუთვნით, ან საგადასახადო პასუხისმგებლობის რისკის ზრდას, რადგან იმაზე ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე კანონმდებლობით მოეთხოვებათ.

ქუდოს ჯორჯია პოტენციურ დამკვეთებს სთავაზობს შემდეგი მომსახურების ტიპებს:

  • საგადასახადო სისტემის დანერგვა, ინდივიდუალური და კორპორატიული საგადასახადო დაგეგმარება;

  • წარსული და მიმდინარე პერიოდების საგადასახადო აუდიტი;

  • კონკრეტული ბიზნეს ოპერაციების საგადასახადო მიმოხილვა;

  • საგადასახადო შემოწმების პროცესში კონსულტაცია;

  • საგადასახადო დავებში მხარდაჭერა;

  • სხვა დაკავშირებული მომსახურება.

„ქუდოს ჯორჯია“-სთან თანამშრომლობით თქვენ საშუალება გექნებათ თავიდან აირიდოთ საგადასახადო პასუხისმგებლობა და ეფექტურად მართოთ ფულადი რესურსები.