საშემფასებლო მომსახურება

„ქუდოს ჯორჯია“-ს საშემფასებლო მომსახურების გუნდს აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, რაც უზრუნველყოფს პოტენციური დამკვეთისთვის სტრატეგიული, საოპერაციო და ფინანსური მიზნების მისაღწევად შესაბამისი მომსახურების მიწოდებას.

ჩვენი ძირითადი საშემფასებლო მომსახურება მოიცავს:

ბიზნესის შეფასება

ბიზნესის და ბიზნესის საკუთრებაში არსებული აქტივების შეფასება მოითხოვს როგორც პროფესიულ გამოცდილებას, ისე შეფასების თარიღისათვის არსებული გარემო პირობების სიღრმისეულ ცოდნასა და ანალიზს. „ქუდოს ჯორჯია“-ს გუნდი დაინტერესებული მხარეებისთვის ბიზნესს აფასებს ფინანსური  ანგარიშგების, საგადასახადო, სასამართლო და სხვა მიზნებისთვის. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ სხვადასხვა შეფასების მეთოდით შედგენილი შეფასების დასკვნით დაგეხმაროთ ბიზნესის შესყიდვის, გაყიდვის, ინვესტიციის და სხვა გადაწყვეტილების მიღების დროს.

უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება

მიწა, შენობა-ნაგებობა, მანქანა-დანადგარები, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ავტომობილები, ავეჯი, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ძირითადი საშუალებები კომპანიისთვის მნიშვნელოვან აქტივებს წარმოადგენენ, შესაბამისად ფინანსურ ანგარიშგებაში მათი რეალური ღირებულებით ასახვა ბიზნესის სრულყოფილი შეფასების შესაძლებლობას მოგცემთ, გარდა ამისა, შეფასების დასკვნა დაგეხმარებათ საგადასახადო ანგარიშგების შედგენასა სხვა ბიზნეს გადაწყვეტილების მიღებაში. „ქუდოს ჯორჯია“-ს საშემფასებლო გუნდი შეფასების სხვადასხვა მეთოდით უზრუნველყოფს თქვენი ძირითადი საშუალებების რეალური ღირებულების განსაზღვრას.