კომპანიის გამოჯანსაღება

„ქუდოს ჯორჯიას“ კრიზისის მართვის გუნდი ეხმარება კომპანიებს, რომლებიც ისეთი მნიშვნელოვანი ფინანსური და საოპერაციო გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა, მაღალი ლევერეჯი, ლიკვიდურობის პრობლემები, მმართველი რგოლებისა და კლიენტების დაკარგვა, რეფინანსირების რისკი, ბიზნესის ძირითადი მიმართულების სწრაფი უკუსვლა. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიებთან, რომლებიც მნიშვნელოვნად დაზარალდნენ ბაზარზე არსებული გარემო პირობების უეცარი ცვლილებით.

ჩვენი განსხვავებული და გამორჩეული მიდგომით უზრუნველვყოფთ, რომ კომპანიები სწრაფად გახდნენ სტაბილურები, ასევე,  ვცდილობთ შევამზადოთ ისინი, რათა გრძელვადიან პერიოდში შეინარჩუნონ გადახდისუნარიანობა და მდგრადობა.

გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესის გარემო სწრაფად ცვალებადი და არაპროგნოზირებადია, კომპანიებმა სწრაფი და მტკიცე გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ რისკების თავიდან ასაცილებლად. როგორც წესი, ბიზნესის პრობლემები ქვემოთმოცემულ სამ ფაზაში ვითარდება და თითოეული მათგანი შესაბამის ქმედებას მოითხოვს.

  • სტრატეგიული კრიზისი

პირველი ფაზის დროს-სტრატეგიული კრიზისი-კომპანიას აღარ შეუძლია ეფექტურად მუშაობა, შესაძლოა გაყიდვების მოცულობა სტაბილური იყოს, ან მზარდი, მაგრამ მომგებიანობა მცირდებოდეს. აღნიშნული ფაზის დროს, ხშირ შემთხვევაში, კომპანიები იწყებენ სპონტანურად სხვადასხვა ახალი სტრატეგიის გეგმის შემუშავებასა და აღსრულებას, მაგრამ წარმატებას მაინც ვერ აღწევენ, ამის მიზეზი კი მენეჯმენტის მიერ რეალური პრობლემის აღმოუჩენლობაა.

  • მომგებიანობის კრიზისი

თუ კომპანია არ შეცვლის მოქმედების კურსს, მეორე ფაზის დრო დადგება-მომგებიანობის კრიზისი, ამ დროს კი გაყიდვებიც იკლებს და არსებითად მცირდება მოგების მარჟებიც, კომპანიას სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ  დაიწყოს აკუმულირებული ფულადი რეზერვების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენება, ამ ვითარებაში კომპანიას ყველაზე მეტად სჭირდება კრიზისი დაძლევის მომსახურების მიღება.

  • ლიკვიდურობის კრიზისი

მეორე კრიზისული ფაზის გაგრძელება და ფულადი რეზერვების ამოწვა, იწვევს ლიკვიდურობის კრიზისს, ამ დროს, შესაძლოა კომპანიის ფუნქციონირებას შეექმნას პრობლემა, მენეჯმენტი კი უძლური ხდება, კარგავს მოტივაციას, ვერ უმკლავდება კრიზისს და ვეღარ იღებს გადაწყვეტილებებს. ასეთ ვითარებაში დაინტერესებული მხარე, კომპანიის მფლობელი, ბანკი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი, აღარ გასცემს დამატებით დაფინანსებას და მკაცრად ითხოვს კომპანიის რესტრუქტურიზაციას.

მოითხოვე შეხვედრა