ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

კონფლიქტები კომპანიის ხელმძღვანელსა და ბუღალტერს შორის

კომპანიის ხელმძღვანელსა და ბუღალტერს შორის არსებული კონფლიქტები

ბევრი კომპანიის ხელმძღვანელისგან და ბუღალტრისგან გექნებათ მოსმენილი ისტორიები მათ შორის არსებული დაუსრულებელი კონფლიქტების შესახებ. ჩვენი დაკვირვებით კონფლიქტის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს:

 

კომპეტენციების აღრევა

ხშირ შემთხვევაში ბუღალტერს აკისრებენ ისეთ ფუნქციებს, რომელთა შესრულებაც მის მოვალეობაში არ უნდა შედიოდეს. მაგალითად, სხვადასხვა სახის კომპლექსური ხელშეკრულებების მომზადება, რასაც იურიდიული განათლება და გამოცდილება სჭირდება თუნდაც ხარვეზების თავიდან ასაცილებლად. შეგვხვედრია ისეთი ბუღალტრები, რომლებიც კადრების მართვის ან მარაგების შესყიდვის კონტროლის ფუნქციასაც კი ითავსებენ. ასეთი დავალებების შესრულებასთან ერთად, ბუნებრივია, ხელმძღვანელი ბუღალტერს აღრიცხვის წარმოებასა და საგადასახადო დეკლარირებასაც სთხოვს. საბოლოო ანგარიშით კომპანიაში დასაქმებულ ბუღალტერს არც ერთი საქმე წარმატებულად არ გამოსდის, რადგან უბრალოდ დრო არ ჰყოფნის, რაზეც ხელმძღვანელი უკმაყოფილო რჩება და აქედან იწყება ხოლმე კონფლიქტიც.

 

ბუღალტერს არ მოეთხოვება საგადასახადო ექსპერტობა

ხელმძღვანელობა ბუღალტერს სთხოვს რთული ბიზნეს ოპერაციებისთვის საგადასახადო დაგეგმვასა და დეკლარირებას. ზოგადად, ბუღალტერს არ მოეთხოვება საგადასახადო ექსპერტობა – ბუღალტრის ფუნქციაა სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრულ ბაზაში დროულად, სრულად და ზუსტად ასახვა შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი საგადასახადო ექსპერტის ფუნქციასაც ხშირად ბუღალტერს აკისრებს; შეცდომის დაშვების შემთხვევაში კი მასვე სთხოვს პასუხს. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო დაგეგმვაში კვალიფიციური საგადასახადო ექსპერტი არ არის ჩართული, შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიის შემოწმების დროს ხარვეზის აღმოჩენისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების რისკი იზრდება.

 

ბუღალტერს ავალებენ სისტემატურ რეპორტინგს

კომპანიის ხელმძღვანელობა ბუღალტერს სთხოვს სხვადასხვა რეპორტისა და ფინანსური მოდელის მომზადებას. ბუნებრივია, ბუღალტერმა უნდა იცოდეს ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, თუმცა მისი პირდაპირი მოვალეობა არ არის სისტემატური, დეტალური რეპორტინგის უზრუნველყოფა. კომპანიაში უნდა არსებობდეს რეპორტინგის სისტემა და გარკვეული პერიოდულობით ხელმძღვანელი ფინანსისტისგან უნდა იღებდეს ყველა საჭირო ანგარიშს (მაგ: ვადაგადაცილებული დებიტორების შესახებ, პროდუქციისა და გაყიდვის ობიექტების მიხედვით მომგებიანობის ანალიზი, მაღაზიათა ქსელებში ჩართული აქციების ეფექტიანობა, მზა პროდუქტის თვითღირებულების ცვალებადობა და ა.შ.). რეპორტინგი უნდა იყოს სრულყოფილი და სისტემატური. ფრაგმენტული ანალიზით ხელმძღვანელი ვერ დაინახავს კომპანიის რეალურ მდგომარეობას, რეგულარულად რეპორტების მომზადების დრო კი ბუღალტერს როგორც წესი არ აქვს.

 

Kudos Georgia“-ს ფინანსური მართვის აუთსორსის ფარგლებში ჩვენი საგადასახადო ექსპერტები და ფინანსისტები კომპანიებში ნერგავენ რეპორტინგის ყოვლისმომცველ სისტემას, ხელმძღვანელს წარვუდგენთ დეტალურ და საჭირო ანგარიშებს, რის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება კომპანიის რეალური მდგომარეობის დანახვა, გაგება და ანალიზი. ვამზადებთ ფინანსურ პროგნოზებს, რაც კომპანიებს ეხმარებათ პრობლემების დროულად აღმოჩენაში და ისინი შესაბამისად, მომზადებულები ხვდებიან მოსალოდნელ დაბრკოლებებს. სერვისის ფარგლებში, ჩვენი საგადასახადო ექსპერტები ყოველთვიურად ამოწმებენ კომპანიის ბუღალტრის მიერ ასახულ სამეურნეო ოპერაციებსა და წარდგენილ დეკლარაციებს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საგადასახადო რისკები.

გიორგი ბალესიაშვილი

გაზიარება: