ქუდოს აკადემია
ფინანსური მენეჯმენტისა და რეპორტინგის თეორიული და პრაქტიკული კურსი
2022 წლის 3 ოქტომბრიდან KUDOS GEORGIA-ში იწყება ფინანსური მენეჯმენტისა და რეპორტინგის ორთვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი.
მსურველები ქუდოსის დამკვეთ კომპანიებში გაივლიან პრაქტიკას და ჩაერთვებიან ფინანსების მართვის პროცესში, მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა ფინანსური მოდელის შემუშავებასა და მნიშვნელოვანი, საჭირო რეპორტების მომზადებაში.
კურსის მონაწილეები შეისწავლიან ფინანსური დირექტორის / CFO-ს როლს, ფუნქციებს, გაეცნობიან სხვადასხვა ბიზნესის მუშაობის სპეციფიკას და საფუძვლებს, რომელთა გამოყენებითაც კომპანიის მენეჯმენტი იღებს გადაწყვეტილებებს.
რეალური მუშაობის პარალელურად დაინტერესებული პირები ორი თვის მანძილზე გაივლიან თეორიულ კურსსაც და საბოლოოდ, მიეცემათ აღნიშნული სპეციალობით დასაქმების შესაძლებლობა.
CV-ს გამოგზავნის ბოლო თარიღია 2022 წლის 15 სექტემბერი: services@kudos.ge.
კურსის შინაარსის სანახავად გადმოტვირთეთ ფაილი
კურსის ღირებულებასა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995(322)103410