Kudos Georgia ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც კორპორატიულ ბაზარს შესთავაზა სრულფასოვანი და სტრუქტურირებული ფინანსური მენეჯმენტის სერვისი. აღნიშნულ მომსახურებაზე მომართვიანობა ყოველთვიურად იზრდება და ჩვენს დამკვეთ კომპანიებშიც მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესებულია.
ფინანსური მართვის მომსახურებით ყველაზე ხშირად სარგებლობენ სადისტრიბუციო და სამრეწველო სფეროებში მოქმედი კომპანიები.
ქუდოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ბოლო 6 თვეში 20-მდე კომპანიაში დაკომპლექტდა და გაიმართა ფინანსური მართვის დეპარტამენტი, ამოქმედდა სპეციფიკური საფინანსო მანუალები, დაინერგა რეპორტინგის სისტემა, ამუშავდა სხვადასხვა მიმართულების კონტროლის მექანიზმები.
უფრო კონკრეტულად კი:
შემუშავდა მარაგების მართვის პოლიტიკა
ნედლეულისა და მზა პროდუქტის ნებისმიერ გადაადგილებაზე გამოიყო ადეკვატური პასუხისმგებელი პირი და შეიქმნა შესაბამისი დოკუმენტი. ფაქტობრივად, მინიმუმამდე შემცირდა მარაგის დანაკარგის რისკი;
პერიოდულად მზადდება რეპორტი
სადაც ხელმძღვანელი და შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირი გონივრული ვადით ადრე იტყობს, როდის უნდა მოხდეს საჭირო ნედლეულის შესყიდვა. ამ პროცედურით წინასწარვე ხდება შესაძლებელი, კომპანიამ საჭირო სახსრების მობილიზება მოასწროს და თავიდან აირიდოს დეფიციტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია შემოსავლების დაკარგვასთან.
წარმოების ხელმძღვანელი თითოეული პროცესის პარალელურად აწარმოებს აღრიცხვას
თუ ფაქტობრივად რა რაოდენობა ნედლეულის ხარჯვა მოხდა იმ მიზნით, რომ ფაქტობრივად დახარჯული რაოდენობა შედარდეს პროდუქტის კალკულაციაში/რეცეპტში ასახული ნედლეულის რაოდენობას. ამ პროცედურით ვლინდება წარმოების პროცესის შესაძლო ხარვეზები, სწორად იქნა თუ არა კალკულაცია შედგენილი, ადგილი ჰო არ ჰქონდა ნედლეულის დატაცებას და ა.შ.
თვის, კვირის და საჭიროების შემთხვევაში, დღის ჭრილში დარდება მზა პროდუქტის თვითღირებულების ხარჯები დღიურად
კვირიდან-კვირამდე, თვიდან-თვემდე როგორ გაიზარდა ან შემცირდა თვითღირებულების ხარჯი და რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი. ამ პროცედურით მოკლე დროშივე აშკარავდება არსებითი პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზები. შესაბამისად, მალევე მოხდება მისი აღმოფხვრა.
ყოველთვიურად მზადდება გამოშვებული პროდუქციის მომგებიანობის ანალიზი
რომელმა დასახელებამ საშუალოდ რა ოდენობის საერთო მოგება/ზარალი დააგენერირა. აღნიშნული ანალიზი მალევე ავლენს ზარალიან პროდუქციას და ხელმძღვანელობაც შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს.
თვის ჭრილში მზადდება კომპანიის პროდუქციის მყიდველების/დამკვეთების მიხედვით მომგებიანობის ანალიზი
ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული კლიენტების ჭრილში კომპანია მოგებას საერთოდ ვერ აგენერირებს, თუმცა რეალიზაცია მაინც გრძელდება. ამიტომ ამ ტიპის რეპორტებს არსებითი მნიშვნელობა აქვს.
ხორციელდება დებიტორული დავალიანების/მოთხოვნის კონტროლი
მზადდება რეპორტი, სადაც ნათლად აისახება ვადადამდგარი მოთხოვნები, რის საფუძველზეც ხდება დამკვეთებისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნების პრიორიტიზაცია.
მზადდება ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებები
(ბალანსი, Cash Flow, მოგება-ზარალი) ახსნა-განმარტებით შენიშვნებთან ერთად, სადაც დეტალურად იშიფრება ყველა შემოსავალი და ხარჯი, მნიშვნელოვანი ოპერაციები.
ხორციელდება მაღაზიათა ქსელებში მოქმედი საპრომოციო აქციების ანალიზი
რამდენად გაამართლა კონკრეტულმა აქციამ კონკრეტულ პროდუქტზე. ხდება აღნიშნული ანალიზის დაარქივება, რათა წარსული გამოცდილება კომპანიამ სამომავლო სააქციო კამპანიაში გამოიყენოს.
მზადდება სხვადასხვა საჭირო ფინანსური მოდელი გადაწყვეტილების მისაღებად
მაგალითისთვის, ახალი პროდუქტის დამატების ან ახალ მაღაზიათა ქსელში პროდუქტის განთავსების შემთხვევაში რა ფინანსურ შედეგებს უნდა ელოდეს კომპანია.
განისაზღვრება დისტრიბუტორების სახელფასო პოლიტიკა
იმ მიზნით, რომ უწყვეტად იზრდებოდეს კომპანიის შემოსავლები და ადგილი აღარ ჰქონოდა დებიტორული დავალიანების ამოუღებლობას.
სისტემატურად მზადდება და კორექტირდება ფინანსური პროგნოზები
ჩვენი დამკვეთი კომპანიები წინასწარ იგებენ, რა თანხებს უნდა ელოდონ სამომავლოდ და რა მიზნობრიობით უნდა მიმართონ რესურსები. კეთდება დაგეგმილ და ფაქტობრივ შედეგებს შორის გადახრების ანალიზი, დგინდება გამომწვევი მიზეზები და შესაბამისად კორექტირდება ფინანსური ბიუჯეტი/ პროგნოზი.
მომსახურების ფარგლებში დაფინანსების/გრანტების მოძიების მიზნით ჩვენს დამკვეთ კომპანიებს ვუმზადებთ ბიზნეს პროექტებს
ჩვენი არსებული და პოტენციური დამკვეთებისთვის ქუდოსმა შექმნა პლატფორმა granti.ge, სადაც გაერთიანებულია საქართველოს მასშტაბით აქტიური სახელმწიფო და კერძო დონორების მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამები და კონკურსები. პლატფორმაზე შესაძლებელია მოიძიოთ თქვენთვის საინტერესო მიმართულების გრანტებისა და კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
შემუშავდა სააღრიცხვო პოლიტიკა და კომპანიაზე მორგებული საგადასახადო დაბეგვრის სახელმძღვანელო.
ჩვენს დამკვეთებს უკვე აქვთ მანუალები, რომელთა მიხედვითაც აწარმოებენ ბუღალტერიას და კანონის შესაბამისად ოპტიმიზირებულად (ხშირ შემთხვევაში – შემცირებული ოდენობით) იხდიან სახელმწიფო გადასახადებს.