აუდიტორული კომპანია ქუდოს ჯორჯია
„ქუდოს ჯორჯია“ წარმოადგენს აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის Kudos International Network-ის სრულუფლებიან წევრს, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 45 ქვეყანაში.
ჩვენი კომპანია რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის აუდიტორული ფირმების რეესტრში.
ჩვენს წარმატებას უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე გუნდი, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან სერტიფიცირებული ბუღალტრები, შემფასებლები, აუდიტორები, ექსპერტები, რომელთაც გააჩნიათ დიდი გამოცდილება პროფესიულ მომსახურებაში სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა საბანკო საქმე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ენერგეტიკა, ლოჯისტიკა, კომუნიკაცია, სოფლის მეურნეობა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა.
ჩვენ ვთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს.
ვამაყობთ, რომ ვართ Forum of Firms-ის წევრები. ფორუმის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ფირმებისათვის რომლებმაც დანერგეს გლობალურად კოორდინირებული შიდა ხარისხის უზრუნველყოფის გადახედვის პროგრამა, საქმიანობის პროცესში იყენებენ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISAs) და აკმაყოფილებენ სხვა შესაბამის ეთიკურ მოთხოვნებს.
„ქუდოს ჯორჯია“ უზრუნველყოფს ფინანსური აუდიტი და ბუღალტრული მომსახურების მიწოდებას:
- ფინანსური აუდიტი
- საგადასახადო მიმოხილვა
- საინვესტიციო მიმოხილვა
- ტრენინგები
- ბუღალტრული მომსახურება
- შეფასება
- ფინანსური აუდიტი
- დიუ დილიჯენსი
- IFRS-ის დანერგვა
- ჩვენ მზად ვართ შევქმნათ უკეთესი საფინანსო გარემო.
მმართველი პარტნიორები

„ქუდოს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი და პარტნიორი
ალექსანდრე მარგიშვილი
მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. პროფესიული განათლება მენეჯმენტის დისციპლინაში ასევე მიღებული აქვს ნიუ იორკის უნივერისტეტის სტერნის ბიზნესის სკოლაში. იყო მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის (CERMA) აღმასრულებელი დირექტორი, თბილისის ვიცე-მერი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, „თიბისი ბანკის“ კორპორატიული დაკრედიტების დეპარტამენტის პროექტების ფინანსირების ჯგუფის უფროსი, „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ თავმჯდომარე, შპს „სახალხო ფოსტის“ გენერალური დირექტორი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის მოწვეული ბიზნეს-კონსულტანტი. 2016-2019 წლებში იყო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის PKF Georgia-ს პარტნიორი და დირექტორი, სადაც გარდა მენეჯმენტის ფუნქციების განხორციელებისა უშუალოდ იყო ჩართული სხვადსხვა პროექტებში ინსტიტუციონალური განვითარებისა და მარწმუნებელი გარიგებების განხორციელების მიმართულებით.

„ქუდოს ჯორჯიას“ დირექტორი და პარტნიორი
ანა ოსიყმიშვილი
სერტიფიცირებული აუდიტორი. მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. ამჟამად არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი. არის ასევე სერტიფიცირებული ბუღალტერი და სერტიფიცირებული მოძრავი ქონების შემფასებელი. აუდიტორული მიმართულებით მუშაობის 11-წლიანი გამოცდილებით როგორც კერძო კომპანიებში, ასევე სახელმწიფო უწყებებში. მისი, როგორც გარიგების პარტნიორის ხელმძღვანელობით, აუდიტი განხორციელებულია საბანკო და ფინანსური, სახელმწიფო, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედ ათეულობით კომპანიაში.

„ქუდოს ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი
ირაკლი ჟვანია
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. საჯარო და კერძო სექტორში სხვადსხვა პოზიციებზე მუშაობის 15-წლიანი გამოცდილებით. იყო თბილისის მერიის ინვესტიციებისა და ინვესტორთა მომსახურების დეპარტამენტის უფროსი, თბილისის მიწათსარგებლობის ახალ გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანიის CIG Georgia აღმასრულებელი დირექტორი, PKF Georgia პროექტების მენეჯერი. აქვს ინვესტიციების მართვის, კაპიტალური ინვესტიციების დაგეგმვის, ბიზნეს საკონსულტაციო და კვლევითი მიმართულების პროექტებში მუშაობის დიდი გამოცდილება.

„ქუდოს ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი
გიორგი ბალესიაშვილი
განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაკროეკონომიკის მიმართულებით. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში ფინანსური და საგადასახადო მიმართულებით. 7 წლის განმავლობაში იყო მსხვილი სადისტრიბუციო და საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების, „ქართული რძის პროდუქტები“, „კალინა ჯორჯია“ გენერალური დირექტორი. დიდი გამოცდილება აქვს საინვესტიციო პროექტების მომზადებასა და მოზიდული კაპიტალის მართვაში.