ქუდოსის ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საერთაშორისო ქსელი

წამყვანი აუდიტორული კომპანიების სიაში არსებული, ქუდოსის საერთაშორისო ქსელი დაარსდა 2012 წელს და წარმოდგენილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.

ქუდოსის საერთაშორისო ქსელის წარმატებას უზრუნველყოფს „Forum of Firms“-ის სრულუფლებიანი წევრობა. ფორუმის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ფირმებისათვის რომლებმაც დანერგეს გლობალურად კოორდინირებული შიდა ხარისხის უზრუნველყოფის გადახედვის პროგრამა, საქმიანობის პროცესში იყენებენ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISAs) და აკმაყოფილებენ სხვა შესაბამის ეთიკურ მოთხოვნებს.