ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

როგორ იცავს ქუდოსი დამკვეთი კომპანიის მეწილეების ინტერესებს?

აქციის მფლობელთა ინტერესების დაცვა

2024 წლის დასწყისში ქუდოს ჯორჯიამ დანერგა ახალი მომსახურების ხაზი – „დამფუძნებლის წარმომადგენლობა“. ამ მიმართულებით მომართვიანობა და ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. საჭიროდ ვთვლით, დამატებით განვმარტოთ მომსახურების არსი, მასშტაბი და შედეგი, რომელსაც დამფუძნებლები ქუდოსისგან იღებენ.

დამფუძნებლის წარმომადგენლობის სერვისზე ყველაზე ხშირად ორი სახის დამკვეთები მოგვმართავენ:

  1. მეწილე, რომელიც კომპანიაში ფლობს 50%-ზე ნაკლებ წილს (მინორიტარი პარტნიორი), არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ პირს და არ გააჩნია შესაძლებლობა, ზეგავლენა მოახდინოს ფირმაზე. შესაბამისად, მას ურთულდება საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა კომპანიიდან და საბოლოო ანგარიშით ღირებული სარგებლის მიღება.

ასეთ შემთხვევაში ქუდოსის გუნდი ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ შეისწავლოს ფირმის საოპერაციო და ფინანსური გარემო, გამოიკვლიოს კომპანიის შედეგები, ტენდენციები, მდგომარეობა, პრობლემების გამომწვევი მიზეზები და მინორიტარ დამფუძნებელს ანგარიშის სახით წარუდგინოს:

  • რამდენად სწორად და სამართლიანად ხდება ფირმაში დივიდენდის განაწილება;
  • აღინიშნება თუ არა კომპანიაში ფიქტიური / ვირტუალური თანამშრომლების ან სერვისის მიმწოდებლების აყვანის და მათზე საზღაურის გაცემის ფაქტები;
  • ფიქსირდება თუ არა კომპანიაში არაგონივრული კაპიტალური, საოპერაციო თუ არასაოპერაციო ხარჯები;
  • აღინიშნება თუ არა დოკუმენტურად დაუდასტურებელი შემოსავლები, რომლებიც შემდგომ შესაძლოა, არამიზნობრივად და არაკეთილსინდისიერად იხარჯებოდეს;
  • სხვა პრობლემატურ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია.

 

პროცესები ანგარიშის მიღების შემდეგ

ანგარიშის მიღების შემდეგ მინორიტარ მეწილეს Kudos Georgia-სგან დამატებით წარედგინება ყოვლისმომცველი ინფორმაცია ფირმაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ, რის შემდეგაც მას შეუძლია, გონივრულად დაგეგმოს შემდგომი ნაბიჯები (მ.შ. ჩვენს გუნდთან ერთადაც) იმისთვის, რომ მისი ინტერესები მაქსიმალურად იქნას დაცული.

შესაძლოა, უპრიანი იყოს ფირმის მიერ მინორიტარი მეწილისგან წილის გამოსყიდვა სამართლიანი ღირებულებით. ამ კუთხითაც ქუდოსის გუნდი პროფესიულ დახმარებას უწევს მინორიტარ მეწილეს აღნიშნული ოპერაციის დაგეგმვა-განხორციელებასა და ღირებული სარგებლის მიღებაში.

 

  1. მეწილე, რომელიც ფლობს კომპანიის 50%-ზე მეტ წილს და წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ პირს (მაჟორიტარი პარტნიორი), თუმცა აქტიურად არ არის ჩართული ფირმის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში.

 

ასეთ შემთხვევაში დამფუძნებლისთვის საინტერესოა, თუ რა ეკონომიკური მდგომარეობაა მის მიერ დაფუძნებულ კომპანიაში. ამ მიზნით, გარკვეული პერიოდულობით ვაკეთებთ კომპანიის ზოგად ფინანსურ მომიხილვასა და შეფასებას, დამფუძნებელს ვაწვდით ინფორმაციას ხარჯებისა და შემოსავლების დინამიკაზე, ვქმნით მმართველობის ანგარიშებს, მეწილეს წარვუდგენთ სხვადასხვა სახის ფინანსურ რეპორტს, რის საფუძველზეც იგი იქმნის წარმოდგენას კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. დამკვეთის სურვილის შემთხვევაში ვახორციელებთ პირველ შემთხვევაში ჩამოთვლილ პროცედურებსაც.

 

გიორგი ბალესიაშვილი

მმართველი პარტნიორი

ქუდოს ჯორჯია

გაზიარება: