მედია
ჩვენ მუდმივად ვაქტიურობთ მედია სივრცეში
მედია
ჩვენ მუდმივად ვაქტიურობთ მედია სივრცეში
Giorgi Balesiashvili - Audit

BPN-ის სტატია აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების საჭიროებასთან დაკავშირებით

ფინანსური ანგარიშგება არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ბიზნესის საქმიანობასა და ფინანსურ შედეგებზე ინფორმაციებს. ფინანსურ ანგარიშგებაში შეგვიძლია კომპანიის აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლების, ხარჯების, ფულადი სახსრების მოძრაობის და სხვა ფინანსური მონაცემების ნახვა. რაც უფრო სარწმუნო და ზუსტია ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაცია, მით უფრო სასარგებლოა ის მომხმარებლებისთვის და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიც გაცილებით მაღალია.

იმისათვის, რომ ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს არ გაუჩნდეთ ეჭვები მის სიზუსტეზე, ხოლო იმ სპეციალისტებს, რომლებიც ადგენენ აღნიშნულ დოკუმენტს, არ გაუჩნდეთ ცდუნება, პირადი ინტერესების შესაბამისად მოახდინონ ფინანსური მონაცემების მოდიფიკაცია, საჭიროა დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიციური შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება დოკუმენტი რეალობას. სწორედ ამ დროს ერთვება საქმეში დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია.

უფრო ზუსტად – აუდიტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დადასტურდეს, რამდენად შეესაბამება ან არ შეესაბამება ფინანსურ ანგარიშგებაში დაფიქსირებული მონაცემები რეალობას.

რას აძლევს აუდიტი კომპანიას?

აუდიტის ჩატარების შემდეგ კომპანიები იღებენ რწმუნებას იმის თაობაზე, თუ რამდენად შესაბამისია ან შეუსაბამოა რეალობასთან ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული მონაცემები. პირი, რომელიც კითხულობს აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, მეტი რწმუნება აქვს იმის თაობაზე, რომ ანგარიში არ შეიცავს თაღლითობით ან შეცდომით გამოწვეულ არსებით უზუსტობას. ამასთან, თუ ფინანსური ანგარიშგება არსებითად მცდარია, აუდიტორი ვალდებულია აღნიშნული გარემოება დააფიქსიროს გამოქვეყნებულ აუდიტის დასკვნაში.

როგორც ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო კომპანიაში „ქუდოს ჯორჯია“ აღნიშნავენ, ფინანსური ანგარიშგების ობიექტური, მიუკერძოებელი და მაღალკვალიფიციური შეფასება აუდიტორული ეთიკის ქვაკუთხედია, რომ აღარაფერი ვთქვათ ინფორმაციის კონფიდენციალობის გარანტირებულ დაცვაზე.

„კომპანიის მფლობელები და მენეჯერები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ვერ იღებენ შესაბამისი სტანდარტებით მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებას, შესაბამისად ეყრდნობიან მცდარ მონაცემებს, რაც ბიზნეს გადაწყვეტილებებზეც უარყოფითად აისახება. აუდიტის დასკვნაში კი შეგვიძლია წავიკითხოთ რამდენად რეალურია ფინანსური ანგარიშგების მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ აუდიტის დასკვნა დადებითია, ანუ ფინანსური მონაცემები რეალობას შეესაბამება, კომპანიის დამფუძნებლებსა და მენეჯერებს შეუძლიათ დაეყრდნონ მონაცემებს და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განმარტავს გიორგი ბალესიაშვილი, „ქუდოს ჯორჯიას“ პარტნიორი.

აუდიტორული დასკვნა და ინვესტორები

დაინტერესებული ინვესტორი, რომელიც კითხულობს აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, მეტი რწმუნება აქვს, რომ ანგარიში არ შეიცავს თაღლითობით ან შეცდომით გამოწვეულ არსებით უზუსტობას. ამასთან, თუ ფინანსური ანგარიშგება არსებითად მცდარია, აუდიტორი ვალდებულია აღნიშნული გარემოება დააფიქსიროს გამოქვეყნებულ აუდიტის დასკვნაში. მარტივად რომ ვთქვათ, მესამე დაინტერესებული მხარისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი, სამართლიანი, კვალიფიციური პირის მოსაზრება ფინანსურ ანგარიშგებაზე. სწორედ ამ პრინციებით ხელმძღვანელობს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო ქსელის წევრი „ქუდოს ჯორჯია“.

„ჩვენ ვმოქმედებთ საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ და არა მხოლოდ ინდივიდუალური დამკვეთის ან დამქირავებლის სურვილების დაკმაყოფილების მიზნით. ქუდოსის გუნდი არის პირდაპირი და კეთილსინდისიერი ყველა სახის პროფესიულ და საქმიან ურთიერთობაში, ვართ ობიექტურები, არ ვექცევით სხვისი არასასურველი გავლენის ქვეშ, ვინარჩუნებთ პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის ისეთი დონეს, რაც აუცილებელია დამკვეთის ან დამქირავებლის კომპეტენტური პროფესიული მომსახურებისთვის, გარანტირებულად ვიცავთ კონფიდენციალობას, სათანადო კანონებს, ნორმებს. ქუდოსს აქვს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც აუდიტის პროცესს გაცილებით მოქნილს და ეფექტურს ხდის“, – მოგვითხრობს გიორგი ბალესიაშვილი.

გარდა ამისა, რაც უფრო მეტი კომპანია წარმოადგენს აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, მით მეტი სარწმუნო ინფორმაცია გროვდება შემდგომი ანალიზისთვის. ეს კი, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმიტომ, რომ სწორი, რეალური სტატისტიკების წარმოებას უწყობს ხელს, გარდა ამისა, გამჭვირვალეს ხდის ქვეყნის საფინანსო გარემოს და ბიზნეს გადაწყვეტილებები უფრო მოქნილი და ეფექტურია, საინვესტიციო კომპანიები ცხადად ხედავენ კაპიტალდაბანდების სასურველ მიმართულებებს და სხვ.

„ქუდოს ჯორჯიას“ შესახებ

აუდიტორული კომპანია „ქუდოს ჯორჯია“ წარმოადგენს აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის „Kudos International Network“-ის სრულუფლებიან წევრს, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.

კომპანია რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის აუდიტორული ფირმების რეესტრში.

„ქუდოს ჯორჯიას“ წარმატებას უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე გუნდი, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან სერტიფიცირებული ბუღალტრები, შემფასებლები, აუდიტორები, ექსპერტები, რომელთაც გააჩნიათ დიდი გამოცდილება პროფესიულ მომსახურებაში სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა საბანკო საქმე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ენერგეტიკა, ლოჯისტიკა, კომუნიკაცია, სოფლის მეურნეობა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა.

„ქუდოს ჯორჯია“ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს.

კომპანია „Forum of Firms“-ის წევრია. ფორუმის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ფირმებისათვის, რომლებმაც დანერგეს გლობალურად კოორდინირებული შიდა ხარისხის უზრუნველყოფის გადახედვის პროგრამა, საქმიანობის პროცესში იყენებენ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISAs) და აკმაყოფილებენ სხვა შესაბამის ეთიკურ მოთხოვნებს.

„ქუდოს ჯორჯია“ უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებების მიწოდებას:

  • · ფინანსური აუდიტი;
  • · საგადასახადო მიმოხილვა;
  • · საინვესტიციო ბანკინგი;
  • · ტრენინგები;
  • · ბუღალტერია;
  • · შეფასება;
  • · კომპანიის გამოჯანსაღება;
  • · დიუ დილიჯენსი;
  • · IFRS-ის დანერგვა.