ფინანსური ანგარიშგება არის ინფორმაცია საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, მის მიერ განხორციელებული საქმიანობის და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში. სწორედ ასეთი ინფორმაციის საფუძველზე ფასდება საწარმოს ფუნქციონირებადობა – საქმიანობის გაგრძელების უნარი, თუ რა შესაძლებლობა აქვს საწარმოს ვალდებულებების დაფარვისთვის, ნაწილდება მოგება და მიიღება შემდგომი ეკონომიკური გადაწყვეტილებები.
ბუღალტრული ბალანსი
ფინანსური ანგარიშგება აერთიანებს: ბუღალტრულ ბალანსს, რომელიც ფულადი საზომით ასახავს საწარმოს აქტივებს, ვალდებულებებსა და კაპიტალს; ანგარიშგებას მოგებისა და ზარალის შესახებ, ანგარიშგებას ფულადი საშუალებების მოძრაობის შესახებ, სააღრიცხვო პოლიტიკასა და განმარტებით შენიშვნებს.
ფინანსური ანგარიშგება უტყუარად უნდა ასახავდეს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას, მისი საქმიანობის ფინანსურ შედეგებს და ფულადი სახსრების მოძრაობას. შედეგად კი, საწარმოს წარსული, მიმდინარე და მომავალი საქმიანობის შეფასებით, უნდა ეხმარებოდეს მომხმარებელს როგორც ეკონომიკურ გადაწყვეტილებების მიღებაში, კანონის წინაშე ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებაში და, ასევე, მესამე პირის წინაშე სანდო იმიჯის შექმნაში.
საერთაშორისო სტანდარტები
მოცემული ინფორმაცია უნდა იყოს საიმედო – ანუ არ უნდა შეიცავდეს არსებით შცდომებს, არ უნდა იყოს ტენდენციური და სამართლიანად ასახავდეს იმას, რისი ჩვენებაც აქვს მიზნად.
ყველა ამ პირობის დაცვა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ფინანსური ანგარიშგება მომზადდება კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, აღიარებული საერთაშორისო სტანდარტებით;
ფინანსური ანგარიშგების მიმართულებით კომპანიის მუშაობის დეტალები შეგიძლიათ, წაიკითხოთ „ქუდოს ჯორჯიას“ დირექტორისა და პარტნიორის ანა ოსიყმიშვილის ინტერვიუში.