მედია
ჩვენ მუდმივად ვაქტიურობთ მედია სივრცეში
მედია
ჩვენ მუდმივად ვაქტიურობთ მედია სივრცეში
Alex Margishvili - Audit

ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტი – Commersant-ის სტატია

იმისთვის, რომ კომპანიამ ფინანსური ანგარიშგების სიზუსტეში შეცდომა აირიდოს თავიდან, საუკეთესო გამოსავალია ფინანსური აუდიტი, რომელსაც დამოუკიდებელი სამსახურების კვალიფიციური სპეციალისტები აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად ჩაატარებენ.

აუდიტორი, როგორც დამოუკიდებელი მხარე:

ა) გამოთქვამს არგუმენტირებულ შეფასებას კომპანიის აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლების, ხარჯების, ფულის მოძრაობის, მოგებისა და კაპიტალის შესახებ;

ბ) ამოწმებს აუდიტირებული კომპანიის მდგრადობას, შიდა კონტროლის მექანიზმებს, სააღრიცხვო პოლიტიკას და სხვა აქტუალურ ბიზნესასპექტებს;

გ) გასცემს რეკომენდაციებს ფინანსური ანგარიშგებაში არსებული დარღვევების გამოსასწორებლად.

აუდიტორი, პროფესიული მომსახურების გაწევისას, ვალდებულია:

ა) იხელმძღვანელოს პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსით (IESBA Code), რომელიც ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ არის დადგენილი;

ბ) დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა როგორც მომსახურების პროცესში, ასევე დროის გასვლის შემდეგ და საქმიანობის შეცვლის მიუხედავად;

გ) შეინარჩუნოს ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები ნებისმიერი პროცედურის ჩატარებისას.

აუდიტის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა სათანადო აუდიტორული კომპანიის შერჩევა.

ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტის დასკვნის და აუდიტორის შერჩევისას გასათვალისწინებელ დეტალებზე დაწვრილებით საუბრობს აუდიტორული კომპანია Kudos Georgia-ს პარტნიორი და გენერალური დირექტორი ალექსანდრე მარგიშვილი.

იხილეთ კომერსანტის სტატია