დღეს ქართველმა დამქირავებლებმა უკვე იციან, რომ ბუღალტრული ბაზის მოწესრიგებას, რის გარეშეც საგადასახადო რისკები იზრდება, მაღალკვალიფიციური კადრი სჭირდება. აქ კი ერთგვარ შეუსაბამობას აქვს ადგილი – დამსაქმებელი კვალიფიციურ ბუღალტერს ეძებს, რომელიც სრულფასოვნად დააკმაყოფილებს ფირმის მოთხოვნებს, თუმცა ასეთი კადრების დეფიციტს, გარკვეულწილად, თვითონვე შეუწყო ხელი.
რა არის საჭირო ბუღალტრის პროფესიული განვითარებისთვის, ერთი მხრივ, თავად ბუღალტრის მხრიდან და, მეორე მხრივ, დამსაქმებლის მხრიდან? ამ კითხვებს „ქუდოს ჯორჯიას“ თანადამფუძნებელი გიორგი ბალესიაშვილი უპასუხებს –