ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

სამშენებლო ბიზნესის ბუღალტრული აღრიცხვის მწვავე პრობლემები

დეველოპერულ და სამშენებლო ინდუსტრიებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ საქართველოს ეკონომიკაში.

დეველოპერულ და სამშენებლო ინდუსტრიებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ საქართველოს ეკონომიკაში. სამშენებლო ბიზნესი ერთ-ერთ ყველაზე მზარდი დარგია, რომლის განვითარებაც  ინვესტორების მოზიდვასთან, მეტ სამუშაო  ადგილთან და შესაბამისად, მეტ დასაქმებულთან ასოცირდება, რაც ძალიან სასიხარულოა, თუმცა ამავდროულად ამ დარგში ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვიანობის მწვავე პრობლემები იჩენს თავს.

სამშენებლო პროექტების განხორციელება იმდენად დიდ და მრავალფეროვან სირთულეებს უკავშირდება, რომ ხელმძღვანელობა ძალაუნებურად ნაკლებ ყურადღებას უთმობს ფინანსურ დეპარტამენტს. შესაბამისად, ბუღალტრული ბაზა მოუწესრიგებელია, არ ხდება ბიზნეს ოპერაციების დროული და სტანდარტების შესაბამისი ასახვა, როგორიცაა:

  • სამშენებლო მასალების/მარაგების ჩამოწერა;
  • შემოსავლის დროული აღიარება;
  • ავანსების სწორად ასახვა;
  • შრომის ანაზღაურების დროული დარიცხვა;
  • თვითღირებულების სწორი ფორმირება (ფინანსური მომსახურება) და სხვა.

 

უძრავი ქონების დეველოეპერებისა და სამშენებლო ბუღალტრული მომსახურება

სამშენებლო კომპანიების უმრავლესობა სარგებლობს კომერციული ბანკის სესხებით, ბანკები კი ითხოვენ დეტალურ ფინანსურ ანგარიშგებებსა და სხვადასხვა რეპორტებს. ფირმები ბუღალტრული ბაზის მოუწესრიგებლობის გამო დროულად ვერ აწვდიან ბანკებს ანგარიშებს, რაც დაფინანსების გადავადებას გულისხმობს, საბოლოოდ კი ფერხდება სამშენებლო პროექტის განხორციელება.

ბუღალტერიის მოუწესრიგებლობით ამავდროულად იზრდება საგადასახადო რისკები, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპანიის ფინანსური სიჯანსაღისთვის.

Kudos Georgia მზადაა, სამშენებლო კომპანიებს დაეხმაროს ბუღალტრული ბაზის მოწესრიგებაში/აღდგენაში, მოამზადოს ყველა სახის ფინანსური ანგარიშგება, რაც საჭიროა ბანკისგან თუ სხვა ინსტიტუტისგან დაფინანსების მოპოვებისთვის და შეაფასოს უძრავი ქონების ღირებულება.

ქუდოს ჯორჯიას ათობით მსგავსი პროექტი აქვს წარმატებით განხორციელებული. ჩვენი გუნდი მზადაა, დაეხმაროს იმ დეველოპერულ / სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც აღნიშნული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ.

 

ავტორი: გიორგი ბალესიაშვილი

მმართველი პარტნიორი

Kudos Georgia

გაზიარება: