ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

რეპორტინგი და მმართველობითი აღრიცხვა სარესტორნო ბიზნესში

რეპორტინგი სარესტორნო ბიზნესში

საკმაოდ დიდი ხანია, საქართველოს ეკონომიკაში სარესტორნო ბიზნესს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ნამდვილად სასიხარულოა, რომ პოსტ-პანდემიურ პერიოდში არსებითად იზრდება სარესტორნო ობიექტების რაოდენობა.

ბიზნესის უკეთ მართვისა და რეალური მდგომარეობის ანალიზისთვის აუცილებელია სხვადასხვა სახის რეპორტის მომზადება, რაც მომავლის სწორი დაგეგმვის საფუძველს წარმოადგენს.

ქუდოსის დამკვეთ ათეულობით სარესტორნო ობიექტში უკვე დაინერგა რეპორტინგის თანამედროვე სისტემა, რამაც არსებითად გააუმჯობესა ამ კომპანიების ფუნქციონირება და შედეგები.

გთავაზობთ Kudos Georgia-ს მიერ კლიენტი-რესტორნებისთვის გამოყენებულ ყველაზე მნიშვნელოვანი რეპორტების ჩამონათვალს:

  1. სტანდარტული ფინანსური ანგარიშგებები (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგება);

 

  1. მენიუში არსებული კერძებისა და სასმელების შემოსავლიანობისა და თვითღირებულების (მომგებიანობის) ანალიზი + შედარება გასულ პერიოდთან, ტოპ მომგებიანი პროდუქტების იდენტიფიცირება. რეპორტის ანალიზის შემდეგ გამოაშკარავდება, რომელმა დასახელებამ საშუალოდ რა საერთო მოგება დატოვა. აღნიშნული რეპორტინგი ავლენს ზარალიან პროდუქციას და რესტორნის ხელმძღვანელობაც შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს;

 

  1. პროდუქტებისთვის საჭირო ნედლეულის/ინგრედიენტების შესასყიდი ფასების ანალიზი და შედარება გასულ პერიოდთან;

 

  1. ვადაგასული / ჩამოსაწერი ნედლეულისა და პროდუქციის აღრიცხვა და ანალიზი;

 

  1. მზა პროდუქტებისა და ნედლეულის ინვენტარიზაცია და შედეგების აღრიცხვა და ანალიზი;

 

  1. ლოიალური კლიენტების გამოვლენა და ტრენდის ანალიზი, რა სიხშირით სარგებლობენ ერთი და იგივე მომხმარებლები რესტორნის მომსახურებით;

 

  1. კრედიტორებისთვის/მომწოდებლებისთვის გადასახდელი თანხების გეგმის შემუშავება, ფაქტობრივი შედეგების შედარება დაგეგმილთან და გადახრების ანალიზი. აღნიშნული რეპორტი ბიზნესს საშუალებას აძლევს, დროულად დაფაროს დავალიანება და სწორად დაგეგმოს ფულადი სახსრების მოძრაობა;

 

  1. საშუალო ჩეკის ღირებულებების ანალიზი და შედარება გასულ პერიოდებთან;

 

  1. შესასყიდი ნედლეულის/ინგრედიენტების გეგმის შემუშავება დეფიციტის თავიდან ასაცილებლად;

 

  1. რესტორნის გრძელვადიანი მდგრადობის წინაშე არსებული რისკ ფაქტორების ანალიზი.

 

Kudos Georgia აფართოებს მმართველობითი აღრიცხვისა და რეპორტინგის მიმართულებას: 2022 წლის სექტემბრიდან რესტორნებთან ერთად აღნიშნული მომსახურებით სარგებლობას საქართველოში მოქმედი სასტუმროები და ქეითერინგ კომპანიებიც შეძლებენ.

 

გიორგი ბალესიაშვილი

გაზიარება: