საქართველოში თანდათანობით ყალიბდება კულტურა, სადაც ხელმძღვანელები ინტუიციით აღარ მართავენ კომპანიებს და მხოლოდ მშრალ/ზოგად რიცხვებს არ უყურებენ. ეს გარემოება სავარაუდოდ ბიზნესის მრავალი მარცხის გამოძახილია. მიუხედავად პოზიტიური ტენდენციისა ჯერ კიდევ ბევრი კომპანია მოიძებნება, სადაც ბიზნესის შედეგების ანალიზი არ კეთდება და შესაბამისად, ვერც მომავალი იგეგმება ეფექტურად. ხელმძღვანელობამ, რომელმაც იცის, რომ ფინანსური მენეჯმენტი ფირმაში უკიდურესად მნიშვნელოვანია – გაზრდილი ტემპებით ავითარებს თავის კომპანიას.
ფინანსური მენეჯმენტი არის კომპანიის რესურსების მართვის ხელოვნება, რაც პირველ რიგში ორგანიზაციის მიზნის მისაღწევად საჭირო სახსრების მოძიებასა და მათ ეფექტიან განკარგვას მოიცავს. ფინანსური მენეჯმენტის განუყოფელი ნაწილია რეპორტინგი, რაც ბიზნესის მდგომარეობის ანალიზში გვეხმარება.
ფინანსური მენეჯმენტის პროცესში აუცილებელია ისეთი რიცხვების ანალიტიკა, რომლებიც მომავალს დაგვანახებენ და დაგვაგეგმინებენ. ფინანსური ანალიტიკის გარეშე წარმოუდგენელია ფირმის გამართული ფუნქციონირება!
ისარგებლეთ აუთსორს ქუდოსის მომსახურებით
იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ ბაზარზე რთულია კვალიფიციური მენეჯერის პოვნა, რომელიც ფინანსურ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს, KUDOS GEORGIA-მ შექმნა და განავითარა ფინანსური მენეჯმენტის აუთსორს მომსახურება. სასიხარულოა, რომ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც კორპორატიულ ბაზარს შესთავაზა სრულფასოვანი და სტრუქტურირებული ფინანსური მენეჯმენტის სერვისი. აღნიშნულ მომსახურებაზე მომართვიანობა ყოველთვიურად იზრდება და ჩვენს დამკვეთ კომპანიებშიც მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესებულია.
ფინანსური მართვის მომსახურებით ყველაზე ხშირად სარგებლობენ სადისტრიბუციო და სამრეწველო სფეროებში მოქმედი კომპანიები. ქუდოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ბოლო 12 თვეში 30-მდე კომპანიაში დაკომპლექტდა და გაიმართა ფინანსური მართვის დეპარტამენტი, ამოქმედდა სპეციფიკური საფინანსო სახელმძღვანელოები (Financial Management Manuals), დაინერგა რეპორტინგის სისტემა, ამუშავდა სხვადასხვა მიმართულების კონტროლის მექანიზმები.
ფინანსური მენეჯმენტის სერვისის ფარგლებში როგორც წესი კონტროლდება დამკვეთის ბუღალტერიაც, მ.შ. იცვლება სააღრიცხვო პოლიტიკა იმდაგვარად, რომ სწორი და სრული მონაცემები მივიღოთ სრულყოფილი ანალიტიკისთვის.