ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

როგორ მუშაობს ქუდოსის ფინანსური მენეჯმენტის სერვისი?

ფინანსური მენეჯმენტი

ქუდოს ჯორჯიამ 2021 წლის დასაწყისში პროფესიული სერვისების ჩამონათვალს შემატა მეტად საჭირო და მოთხოვნადი მომსახურების სახე – ფინანსური მენეჯმენტი. მომართვიანობა აღნიშნულ სერვისზე სწრაფად იზრდება და ჩვენი დამკვეთებიც შედეგს მოკლე პერიოდში ხედავენ.

ფინანსური მენეჯმენტის სერვისით სარგებლობის ზრდა კორპორატიულ ბაზარზე ფინანსისტების ნაკლებობითაც აიხსნება. დღევანდელ რეალობაში საკმაოდ რთულია კვალიფიციური და ეფექტური ფინანსისტის მოძიება!

ქუდოსის მომსახურების ფარგლებში ჩვენი დამკვეთი კომპანიის ოფისში ვაგზავნით ფინანსისტებს, რომლებიც საშუალოდ 6 თვის განმავლობაში ქუდოსის ფინანსური მენეჯმენტის გუნდთან ერთად მუშაობენ ფინანსური დეპარტამენტის გამართვასა და მართვის სისტემის შემუშავებაზე. 6 თვის შემდეგ, როგორც წესი, სულ მცირე ერთი კადრი დამოუკიდებლად აგრძელებს მუშაობას დამკვეთ კომპანიაში.

რას მოიცავს ფინანსური მენეჯმენტის მომსახურება?

ქუდოს ჯორჯიას ფინანსური მენეჯმენტის სერვისის ფარგლებში:

  • მუშავდება და ინერგება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკა ბუღალტრული, მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის გლობალურად აღიარებული სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად;

 

  • სისტემატიურად მზადდება ყველა საჭირო რეპორტი, რათა უკეთ მოხდეს ბიზნესის რეალური მდგომარეობის ანალიზი;

 

  • მზადდება ბიზნეს მოდელები და კეთდება სხვადასხვა მოსალოდნელი სცენარის ფინანსური ანალიზი, რათა დროულად მოხდეს რისკების იდენტიფიცირება და თავიდან იქნას აცილებული მნიშვნელოვანი ხარვეზები;

 

  • მზადდება ფულადი სახსრების მოძრაობის დეტალური გეგმა-გრაფიკი;

 

  • მზადდება ხარჯებისა და სახელმწიფო გადასახადების ოპტიმიზაციის გეგმა;

 

  • მზადდება ფინანსური ბიუჯეტი, კეთდება ფაქტობრივ და დაგეგმილ შედეგებს შორის გადახრების ანალიზი;

 

  • დამკვეთი კომპანია იღებს საგადასახადო კონსულტაციებს;

 

  • მზადდება ბიზნეს პროექტები გრანტებისა და სხვადასხვა წყაროდან დაფინანსების (მათ შორის ბანკის სესხის) მოსაპოვებლად.

 

ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებით აბსოლუტურ მინიმუმამდე მცირდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები ბიზნესში, მენეჯმენტი მარტივად და სრულყოფილად აფასებს კომპანიაში არსებულ რეალურ მდგომარეობას და შესაბამისად, სწორად და ეფექტურად გეგმავს მომავალს.

 

გიორგი ბალესიაშვილი

გაზიარება:

Share on facebook