ბუღალტრული აღრიცხვა

ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსინგი

კომპანიების წინაშე ხშირად დგას კითხვა: ბუღალტერია ჩვენით ვაკეთოთ, თუ აუთსორსზე გავიტანოთ? ორივე ვერსიას თან ახლავს ხარისხის მიმართ გარკვეული რისკები და დანახარჯების ზრდის/შემცირების მოლოდინები. ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო დეკლარირების გადაბარება პროფესიონალების გუნდისთვის ხშირად ორმაგ პოზიტიურ ეფექტს იწვევს დამკვეთი კომპანიისთვის: (ა) ბუღალტრული აღრიცხვის ხარისხი და შესაბამისად, სარგებლიანობა იზრდება და (ბ) დანახარჯები მცირდება.

ინფორმაცია კომპანიის რესურსების შესახებ

ბუღალტრული აღრიცხვა კომპანიებს აძლევთ საშუალებას, გაანალიზონ განხორციელებული ოპერაციების ფინანსური შედეგები და მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილებები ბიზნესის გაფართოვებისთვის. საბუღალტრო პროგრამაში დროის ნებისმიერ მომენტში მაქსიმალურად ზუსტად უნდა იყოს ასახული ფირმის როგორც მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა, ასევე გასული პერიოდის შედეგები. კარგად წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვა კომპანიის რესურსების მართვის აუცილებელი წინაპირობაა, რადგან იქ ინახება მონაცემები იმის შესახებ, თუ რისი შეთავაზება შეუძლია კომპანიას ბაზრისთვის და როგორ ახერხებდა ამას წარსულში. ბუღალტრული მონაცემები ერთგვარი დაკვირვებაა ორგანიზაციის მაჯისცემაზე. მიმდინარე ბუღალტერიის კვალიფიციურად წარმოება ნიშნავს ორგანიზაციის მენეჯმენტისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის დროულად მიწოდებას. „ქუდოს ჯორჯია“ დამკვეთის ინტერესების შესაბამისად ამზადებს და წარადგენს პერიოდულ საბუღალტრო ანგარიშებს:

საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა

სულ მცირე თვეში ერთხელ მოქმედ კომპანიებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა ევალებათ. „ქუდოს ჯორჯია“-ს ბუღალტრული აუთსორსინგის დეპარტამენტი დამკვეთების სახელით ამზადებს ყოველთვიურ, პერიოდულ და წლიურ დეკლარაციებს და www.rs.ge-ზე ატვირთვამდე აორგანიზებს მათი შინაარსის და დეტალების განხილვა დამკვეთის მენეჯმენტთან.

საგადასახადო დეკლარაციების აუთსორს საბუღალტრო ფირმის მიერ მომზადების უპირატესობები მრავალმხრივია: შესაბამისი კანონმდებლობის და კანონქვემდებარე აქტების სრულფასოვანი ცოდნა, დასადეკლარირებელი მონაცემების რამდენიმე დონეზე ანალიზი, რთულ კითხვებზე პასუხის ადვილად მოძიების შესაძლებლობა და მსგავსი შემთხვევებისთვის ჯვარედინი შედარება.

აუთსორსინგის უპირატესობები

„ქუდოს ჯორჯია“-სთვის ბუღალტრული აღრიცხვის და საგადასახადო ანგარიშგების დაკვეთას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს დამკვეთისთვის [შიდა საბუღალტრო განყოფილების ფუნქციონირებასთან შედარებით]:

დამკვეთი კომპანიისთვის ბუღალტრების პროფესიული მომზადება-გადამზადება

ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების პარალელურად ხშირად „ქუდოს ჯორჯია“ დამკვეთებს აწვდის მათთვის შესაბამისი კადრების გადამზადების მომსახურებას. ცალკეულ შემთხვევებში კომპანიისთვის შესაძლოა, ოპტიმალური იყოს 6-10 თვის განმავლობაში აუთსორს ბუღალტერიით სარგებლობა და შემდეგაც აღრიცხვის ადგილზე, საკუთარი ძალებით გაგრძელება. Kudos Georgia ეხმარება ასეთ საწარმოებს როგორც „სწორი“ კადრების შერჩევაში, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო რეპორტინგის, ფინანსური ანგარიშგებისა და ანალიზის სფეროებში მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. ჩვენ აგრეთვე ვახორცილებთ დამკვეთ კომპანიებში საბუღალტრო განყოფილების სტრუქტურულად და ორგანიზაციულად გამართვის მოკლევადიან პროექტებს.

საბუღალტრო ბაზის და ჩანაწერების აღდგენა

უგულვებელყოფილი ბუღალტერია ბევრ პრობლემას იწვევს. მათ შორისაა გასული პერიოდების საბუღალტრო ჩანაწერების აღდგენის აუცილებლობა, რომელიც ხშირად კომპანიის ზრდასთან ერთად წამოიჭრება ხოლმე. მიმდინარე პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვა პრაქტიკულად შეუძლებელია, როდესაც ბაზაში დაფიქსირებული საწყისი ნაშთები და ოპერაციების მოცულობა არ ასახავს რეალობას.

„ქუდოს ჯორჯია“ საკმაოდ შეზღუდულ ვადებში ახორციელებს როგორც მცირე, ასევე საშუალო ზომის კომპანიების ბუღალტრული ბაზებისა და ჩანაწერების აღდგენით სამუშაოებს, რის შედეგად ჩვენი დამკვეთები იღებენ ღირებულ შედეგს: საბუღალტრო პროგრამა სრულფასოვნად ასახავს მათ საქმიანობას და აძლევთ მათ საშუალებას, მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილებები.

ფინანსური ანგარიშგების მომზადება და SARAS-თვის წარდგენა

საქართველოში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად მეწარმე სუბიექტებს ევალებათ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებების სახელმწიფოსთვის წარდგენა https://reportal.ge-ზე. ანგარიშგების სტანდარტები და წარდგენის ფორმა განსაზღვრულია კანონმდებლობითა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) აქტებით. „ქუდოს ჯორჯია“ ეხმარება დამკვეთ კომპანიებს ანგარიშგებების მაღალი ხარისხით მომზადებასა და შესაბამისი ფორმებით პორტალზე ატვირთვაში. ჩვენი მომსახურება მოიცავს სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებას, აქტივების ღირებულების შეფასებისა და ცვეთის დარიცხვის ოპტიმალური მეთოდოლოგიის განსაზღვრას, შემოსავლების & დანახარჯების აღიარების პროცედურების დანერგვას და ყველა შესაბამისი ახსნა-განმარტებითი შენიშვნის გაწერას.

მოითხოვე შეხვედრა