საგადასახადო მომსახურება
დამფუძნებელთა წინაშე კომპანიის მენეჯმენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა გადასახადების კანონიერი მინიმიზაციაა. ამავდროულად, ორგანიზაციის ხელმძღვანელები სახელმწიფოს მიმართ არიან ვალდებულნი, იმაზე ნაკლები გადასახადები არ გადაიხადონ, ვიდრე მოთხოვნილია მოქმედი რეგულაციებით. კორპორატიული სამყაროში მმართველები შეიძლება, სამ პირობით ჯგუფად დავყოთ:
(ა) ზედმეტის გადამხდელები;
(ბ) ნაკლულად გადამხდელები და
(გ) ოპტიმალურად გადამხდელები.
„ქუდოს ჯორჯია“ ეხმარება როგორც ზედმეტად, ასევე ნაკლულად გადამხდელებს – გახდნენ ოპტიმალურები.
წინასწარი საგადასახადო მიმოხილვა
ყოველთვის კარგი აზრია, საგადასახადო რისკების წინასწარ (შემოსავლების სამსახურის აუდიტის დაწყებამდე) გამოვლენა. Kudos Georgia დამკვეთ კომპანიებში ატარებს სრულფასოვან საგადასახადო მიმოხილვას, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია შემოსავლების სამსახურის შემოწმების მიდგომებთან. საგადასახადო მიმოხილვა გვაძლევს ზუსტ პროგნოზს, რას უნდა ველოდოთ სახელმწიფო აუდიტისგან. „ქუდოს ჯორჯია“-ს მიერ მომზადებული მიმოხილვის ანგარიში ხშირად შეიცავს როგორც გამორჩენილი და დამატებით დასაბეგრი ოპერაციების, ასევე წარსულში ზედმეტად დაბეგრილი და შესაბამისად, გამოსასწორებელი, ანუ გადასახადების შემცირების კანონიერი გზების შესახებ რეკომენდაციებს.
წინასწარი საგადასახდო მიმოხილვის შედეგად Kudos Georgia-ს დამკვეთები იღებენ ღირებულ ინფორმაციას როგორც გასული პერიოდების გადასახადების სწორად რედეკლარირების, ასევე სამომავლოდ საგადასახადო ოპტიმიზაციის შესახებ. ჩვენი საგადასახადო მომსახურების მთავარი ღირებულება მდგომარეობს დამკვეთებისთვის სწორად (ოპტიმალურად) დაბეგვრის მეთოდოლოგიის განსაზღვრასა და საგადასახადო ტვირთის / ხარჯების შემცირებაში.
მიმდინარე საგადასახადო ანგარიშგება
ბევრ ქართულ კომპანიას სრულფასოვნად არ აქვს შემუშავებული და დანერგილი საგადასახადო რეპორტინგის სისტემა, რაც ხშირად მათ დაჯარიმებას და შესაბამისად, დამატებითი ვალდებულებების წარმოშობას იწვევს. „ქუდოს ჯორჯია“ დამკვეთ კომპანიებს ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის მიმდინარე საგადასახადო ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის მომსახურებას. განსაკუთრებული ანალიზის საგანი ხდება ისეთი საკითხები, რომლებიც შესაძლოა, კომპანიების ყურადღების მიღმა დარჩენილიყო:
- გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან;
- მოგების რეინვესტირება;
- საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება;
- კურსთაშორისი სხვაობის აღრიცხვა;
- საბაჟო დეკლარაციით დღგ-ის ჩათვლა;
- ორმაგი დაბეგვრის გამოყენება;
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და ინვენტარიზაცია;
- შეღავათების გამოყენება საშემოსავლო გადასახადში;
- არარეზიდენტის დაბეგვრის პრინციპების დანერგვა;
- მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესები;
- სააღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნა და წარმოება;
- დღგ-ის ჩათვლა;
- შეღავათები სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირებისათვის;
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის პერიოდულობის განსაზღვრა;
- საქონლის ან/და მომსახურების სახით თანამშრომელთა სარგებლის განსაზღვრა;
- დაქირავებულ პირებზე ნატურის სახით განაცემების დაბეგვრა;
- დივიდენდის დაბეგვრა;
- დღგ-ით დაბეგვრა საქონლის განვადებით მიწოდებისას;
- ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯის გამოქვითვა;
- საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დაბეგვრა;
- იმპორტის გადასახდელის გამოთვლა და განბაჟების პროცედურების ოპტიმიზაცია;
- აქციზის ჩათვლა;
- წარმომადგენლობითი ხარჯების აღრიცხვა;
- სატრანსფერო ფასწარმოქმნა (transfer pricing).
მხარდაჭერა შემოსავლების სამსახურის აუდიტისა და საგადასახდო დავების პროცესში
„ქუდოს ჯორჯია“-სთვის მიმართვა შესაძლებელია როგორც საგადასახადო შემოწმებამდე, ასევე შემოწმების თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ. ჩვენი ექსპერტები შეასრულებენ დამკვეთის უფლებამოსილი წარმომადგენლის ფუნქციებს და დაიცავენ მის ინტერესებს საგადასახადო ორგანოს, დავების განხილვის საბჭოსა და სასამართლოს წინაშე. შემოწმების დროს მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენლებთან დამკვეთის სახელითა და მანდატით ურთიერთობს Kudos Georgia, რაც მოიცავს როგორც მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავებას და წარდგენას, ასევე შემმოწმებლებთან ერთად პრობლემატური საკითხების განხილვას და კომპანიის პოზიციების გაძლიერებას ფაქტობრივი, სამართლებრივი და ტექნიკური ხასიათის არგუმენტებით.
შემოწმების არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში „ქუდოს ჯორჯია“ ეხმარება დამკვეთ კომპანიებს გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და სამართლიანობის აღდგენის პროცესში. ფინანსთა სამინისტროში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოებია სსიპ „შემოსავლების სამსახური“ და სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო. საგადასახადო დავა ორი ეტაპისგან შედგება: საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენა და შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – გასაჩივრება დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. Kudos Georgia თითოეულ ნაბიჯს გაივლის დამკვეთთან ერთად იმისთვის, რომ კომპანიის სამართლიანი ინტერესი სრულად იქნას რეალიზებული.
საგადასახადო კანონმდებლობის სწავლება და პრაქტიკაში დანერგვა
Kudos Georgia უწყვეტად ატარებს ინტენსიურ საგადასახდო ტრენინგებს როგორც დამკვეთი კომპანიებისთვის, ასევე ინდივიდუალური მსმენელებისთვის. საგადასახადო კანონმდებლობა საკმაოდ ხშირად იცვლება და მისი ინტერპრეტაცია დროთა განმავლობაში უფრო კომპლექსური ამოცანა ხდება. სწავლების მეთოდოლოგია დაფუძნებულია Learning by Doing პრინციპზე, რაც გულისხმობს არა მხოლოდ თეორიული ბაზის შესახებ ცოდნის გადაცემას, არამედ აგრეთვე კონკრეტული მაგალითების გამოყენებით დაბეგვრის პრინციპების პრაქტიკაში დანერგვას.
„ქუდოს ჯორჯია“-ს Case Studies მონაცემთა ბაზა 500-მდე რეალური შემთხევისა და „შემოსავლების სამსახურის“ მიერ გამოქვეყნებული სიტუაციური სახელმძღვანელოების მაგალითისგან შედგება. ჩვენს დამკვეთებს და მსმენელებს აქვთ შესაძლებლობა, სხვადასხვა რაკურსით შეხედონ & გაანალიზონ დასაბეგრი ოპერაციის არსი და შეისწავლონ სწორი მიდგომები ამა თუ იმ ნორმის განსხვავებულ გარემოებებში გამოსაყენებლად.
საგადასახადო კანონმდებლობის და სახელმძღვანელოების შესწავლის შემდეგ ჩვენს დამკვეთებს შეუძლიათ, ისარგებლონ „ქუდოს ჯორჯიას“ მომსახურებით მათ კომპანიებში ახალის საგადასახადო მიდგომების დანერგვის მხარდასაჭერად.