საგადასახადო სამართალდარღვევა | პასუხისმგებლობა |
პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა | ჯარიმის ოდენობა: 500 ლარი |
საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა | თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება – გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით. |
საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა | თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება – გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. |
საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა | თუ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება. |
საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება | თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, −იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. |
საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება | თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. |
საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება | თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. |
საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება | გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ბოლო სამი გარემოებისა, ჯარიმა შეადგენს: შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტს. |
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა | ჯარიმა: 800 ლარი. განმეორებით ჩადენილი ქმედება, იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 2 000 ლარის ოდენობით. |
ყადაღადადებული ქონების განკარგვა და საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ლუქის ახსნა | ჯარიმა: 4,000 ლარი. |
საგადასახადო ორგანოსათვის ინფორმაციის წარუდგენლობა | ჯარიმა: 400 ლარი, განმეორებით ჩადენილი ქმედება, იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით. |
გადასახადის უკანონო ჩათვლა | უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით. |
საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა | მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. |
საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა | მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. |
საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა | ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. |
საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა | გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის (გარდა GPRS-ის და CRYPTO-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებისა) დაკარგვა, თუ დადგენილი არ არის, რომ ეს გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. |
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა | იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით. |
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუცემლობა | საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მყიდველის მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუცემლობა – იწვევს პირის დაჯარიმებას დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. |
ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა | იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით. |
საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა | სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. |
საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა | გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით. |
დანაკლისის გამოვლენა | დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. |
ზედმეტობის გამოვლენა | გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით. |
ქუდოს ჯორჯიას მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების გუნდის მიერ გაწეული საგადასახადო მომსახურება თავიდან აგარიდებთ საგადასახადო პასუხისმგებლობას და საშუალებას მოგცემთ, ეფექტურად მართოთ ფულადი რესურსები.