კაპიტალის მოძრაობა ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედია. კომპანიების უმეტესობას ადრეულ თუ მომდევნო ეტაპზე სჭირდება დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიება. ამ საკითხში პროფესიონალების მხარდაჭერა ფასდაუდებელია. საინვესტიციო ბანკინგის სპეციალისტების – უპირველეს ყოვლისა ფინანსური ანალიტიკოსების – გამოცდილებით, შრომით და ინტელექტით ბევრი ისეთი ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც მათ გარეშე ვერასოდეს იხილავდა დღის სინათლეს.
- უცხოელი სტრატეგიული ინვესტორები;
- საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები;
- უცხოური კაპიტალის ბაზრები და მათი ბროკერები;
- საერთაშორისო საინვესტიციო ბანკინგის ფირმები;
- საქართველოში მოქმედი დონორი ორგანიზაციები;
- სახელმწიფო მხარდაჭერის (მ.შ. სუბსიდირების) პროგრამები;
- საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საკრედიტო დაწესებულებები.
კაპიტალდაბანდების მხარდაჭერა
ჩვენ ვასრულებთ ინვესტორსა და კომპანიებს შორის შუამავლის ბევრ ფუნქციას. ერთის მხრივ, ინვესტორებს სჭირდებათ იმაში დარწმუნება, რომ სწორი და ეფექტიანი მიმართულებით აბანდებენ სახსრებს, ხოლო მეორეს მხრივ, კომპანიებმა თავი უნდა დაიზღვიონ იმისგან, რომ ისეთი პირობებით არ მოიზიდავენ კაპიტალს, რაც მომავალში სანანებელი გაუხდებათ. ამგვარი ორმხრივი ანალიტიკური და საკომუნიკაციო როლის ეფექტიანად და მაღალი ხარისხით შესრულება „ქუდოს ჯორჯია“-ს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა.
საინვესტიციო გეგმის მომზადება და პროექტის მართვა
როგორც წესი დაბანდებას თან ახლავს საკმაოდ დეტალურად გაწერილი გრაფიკი და ვალდებულებების/შეზღუდვების პირობები, რომლებიც კომპანიამ განუხრელად უნდა დაიცვას. „ქუდოს ჯორჯია“-ს ინვესტორები უკვეთავენ ამ პირობების შესრულების მონიტორინგს. უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენ მოგვმართავს თავად კომპანია, რომელშიც განხორციელდა ინვესტიცია და გვთხოვს ამ ინვესტიციით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებაში დახმარებას და კონსულტაციებს. კაპიტალური საინვესტიციო პროექტების მართვისას ჩვენ არა მხოლოდ ფინანსური ანალიტიკოსების, არამედ აგრეთვე ტექნიკური მენეჯერების ფუნქციებს ვითავსებთ.
შერწყმისა და შესყიდვის მომსახურება
შერწყმისა & შესყიდვის (Mergers & Acquisitions) პროექტები საკმაოდ კომპლექსური და ხშირად წინააღმდეგობრივია. ორივე მხარეს იმდენად ბევრ და სიღრმისეულ კითხვაზე აქვს პასუხები გასაცემი, რომ როგორც წესი, დამოუკიდებლად თავის გართმევა დიდ კორპორაციებსაც კი უჭირთ. „ქუდოს ჯორჯია“-ს M&A მომსახურება მოიცავს ჩვენი დამკვეთების მხარდაჭერას შ&შ-ის სრული ციკლის განმავლობაში, რომელიც უმეტესად ოთხი ეტაპისგან შედგება:
- M&A სტრატეგიის ჩამოყალიბება;
- ტრანზაქციის შედეგების პროგნოზირება;
- მხარეების საოპერაციო და ფინანსური მომზადება;
- შერწყმისა & შესყიდვის პროცესის ტექნიკური, სამართლებრივი და სტრატეგიული ზედამხედველობა.