საშემფასებლო მომსახურება

ნებისმიერი პროფესიული შეფასება სრულად უნდა პასუხობდეს განსაზღვრულ მარეგულირებელ, კორპორატიულ და საბუღალტრო მოთხოვნებს. შეფასების ანგარიშის წამკითხველს ექმნება წარმოდგენა შეფასების ობიექტის „რეალური“ ღირებულების შესახებ, რაც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გარემოში შეიძლება, არსებითად განსხვავებული თანხა იყოს. შემფასებლის პასუხისმგებლობაა, დაადგინოს აქტივის საბაზრო, „სამართლიანი“, ანუ რეალური ღირებულება, რისთვისაც მან უნდა გაითვალისწინოს აქტივის როგორც დღევანდელი გამოყენების პარამეტრები და მომავალში შემოსავლის/მოგების გენერირების პოტენციალი, ასევე ბაზარზე სხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან აღნიშნული აქტივის მიმართ შესაძლო მონეტარული ინტერესი.

 

ბიზნესის / საწარმოს შეფასება

ინვესტორთა ლექსიკონში ყველაზე აქტუალური და ხშირად დასმული კითხვაა „რა ღირს ეს კომპანია?“ როგორც წესი, ბიზნესის მფლობელების, მენეჯერების და პოტენციური ინვესტორების (მყიდველების) წარმოდგენები კომპანიის ღირებულების შესახებ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ფირმის ღირებულება არ არის უბრალოდ მის აქტივებს გამოკლებული ვალდებულებები. საწარმო შეიძლება, გაცილებით მეტი ან ნაკლები ღირდეს, ვიდრე ამგვარად გამოთვლილი და საბალანსო უწყისში დაფიქსირებული კაპიტალია.

„ქუდოს ჯორჯია“-ს სერტიფიცირებული ბიზნეს შემფასებლები საწარმოს ღირებულებას ადგენენ საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების (International Valuation Standards – IVS) შესაბამისად. კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით შეიძლება, გამოვიყენოთ სამი მეთოდი:

  1. საბაზრო მიდგომა (ყველაზე ხშირად);
  2. შემოსავლების მიდგომა (საკმაოდ ხშირად)
  3. დანახარჯების მიდგომა (იშვითად)

ბიზნესის შეფასების შემდეგ Kudos Georgia არ იშურებს ძალისხმევას, რომ მოსალოდნელი ტრანზაქციის ყველა მხარე (გამყიდველი, მყიდველი, დაკავშირებული და მომსახურე აგენტები) დაარწმუნოს კომპანიის შეფასების ერთიანი პრინციპების შემუშავების აუცილებლობაში და შესაბამისად, ამით ხშირად ხელს ვუწყობთ ბიზნეს აქტივობის ზრდას.

 

ძირითადი საშუალებების შეფასება

ნებისმიერი კომპანიის მენეჯმენტს სჭირდება იმის ცოდნა, თუ რა ღირებულების გრძელვადიან აქტივებს ფლობს. ხშირად ბუღალტრულად დარიცხული ცვეთის შედეგად მიღებული ნარჩენი ღირებულება ზუსტად ვერ განსაზღვრავს ძირითადი საშუალებების რეალურ, საბაზრო ღირებულებას. განსხვავება ძირითადი საშუალებების რეალურ და საბალანსო ღირებულებებს შორის შეიძლება, არსებითი იყოს და შესაბამისად, ფირმის ფინანსურ მდგომარეობის აღქმაზე კრიტიკული გავლენა ჰქონდეს.

„ქუდოს ჯორჯია“ დამკვეთი კომპანიებისთვის ახორციელებს როგორც ქონების, ქარხნისა თუ აღჭურვილობის ცალკეული ერთეულების შეფასებას, ასევე მათ ლოგიკურ გაერთიანებას ფულის მაგენერირებელ კომპლექტებად და შესაბამისად, ავტონომიური ბიზნეს მიკროსისტემის შეფასებას. ჩვენი საშემფასებლო მომსახურების შედეგებმა გავლენა შეიძლება, მოახდინონ როგორც ფინანსურ ანგარიშგებაზე, ასევე ქონების გადასახადის გაანგარიშებასა და თანმდევ საგადასახადო რეპორტინგზე.

ჩვენმა მომსახურებამ შეიძლება, აგრეთვე მოიცვას ძირითადი საშუალებების აღწერა, აღრიცხვა, ინდივიდუალური კოდების გენერირება, მინიჭება-დასტიკერება და დამკვეთ კომპანიაში გრძელვადიანი ფიზიკური აქტივების მართვის მოქნილი სისტემის დანერგვა.

 

უძრავი ქონების შეფასება

უძრავი ქონების შესაფასებლად მოგვმართავენ როგორც კომპანიები, ასევე ფიზიკური პირები. მიწის, სამრეწველო ნაგებობების, სასოფლო-სამეურნეო პლანტაციების და კომერციული ან საცხოვრებელი ფართის შეფასებაზე მრავალმხრივი მოთხოვნაა:

  1. მესაკუთრეს აინტერესებს რა ღირებულების ქონებას ფლობს;
  2. ინვესტორს აინტერესებს დაბანდების დანიშნულების „რეალური“ ღირებულება;
  3. შემოსავლების სამსახურს აინტერესებს მეწარმე სუბიექტს უძრავი ქონების რა ღირებულებიდან უნდა დაედეკლარირებინა ქონების გადასახადი;
  4. სადაზღვევო კომპანიებს აინტერესებთ, რა ღირებულების აქტივების საპირწონედ იღებენ ზიანის ანაზღაურების რისკს;
  5. კომერციულ ბანკებს აინტერესებთ უზრუნველყოფის სახით რა ღირებულების აქტივებზე უჩნდებათ პერსპექტიული მოთხოვნა.

„ქუდოს ჯორჯიას“ შემფასებელთა გუნდი საშუალოდ სამი სამუშაო დღის ვადაში აფასებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ უძრავ ქონებას.

 

მარაგების ინვენტარიზაცია და შეფასება

ძირითად საშუალების აღწერაზე უფრო ხშირად კომპანიებს მარაგების ინვენტარიზაცია სჭირდებათ. რაც უფრო სწრაფი მიმოქცევის საქონლის რეალიზაციითაა დაკავებული კომპანია, მით უფრო ხშირად დგება ხოლმე ეს საკითხი დღის წესრიგში. მარაგები აგრეთვე ის არეალია, სადაც ყველაზე ხშირია დანაკარგები (მ.შ. ქურდობისა და დატაცების გამო).

Kudos Georgia-ს გუნდი და მოწვეული სპეციალისტები საკმაოდ შემჭიდროვებულ ვადებში ახორციელებენ ნედლეულის, შუალედური და მზა პროდუქციის გადათვლას, აღწერას და გეგმიურ ნაშთებთან შედარებას, რაც დამკვეთ კომპანიებს აძლევთ საშუალებას, უწყვეტ რეჟიმში აკონტროლონ მათ მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და სწრაფი რეაგირება მოახდინონ კრიტიკულ სიტუაციებში.

ქართული კომპანიები აგრეთვე მოგვმართავენ მარაგების ყოველთვიური ან ყოველკვარტალური შემოწმებისა და შეფასებისთვის. როგორც წესი, მარაგები ჩვენი დამკვეთების მიმდინარე აქტივების კლასში უდიდესი კომპონენტია და შესაბამისად, მათზე ფასების ფლუქტუაციამ შეიძლება, ბიზნეს გადაწყვეტილებებზე არსებითი ცვლილების განმაპირობებელი გავლენა მოახდინოს.

 

ფინანსური ინსტრუმენტების შეფასება

ფინანსური ინსტრუმენტი წარმოადგენს სამომავლო მონეტარული ტრანზაქციის კონტრაქტს, რომელსაც გააჩნია ავტონომიური ღირებულება და შესაბამისად, შეიძლება, გაიყიდოს, გაიცვალოს, დაგირავდეს ან დაკორექტირდეს. საქართველოში კაპიტალის განუვითარებელი ბაზრის პირობებში დამკვეთი კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური შემფასებლის მომსახურება.

„ქუდოს ჯორჯია“ ემსახურება ძირითადად მსხვილ კომპანიებს ფინანსური ინსტრუმენტების შეფასების და საჭიროების შემთხვევაში – ბიზნეს დავებში წარმომადგენლობის საკითხებში. ჩვენი კომპეტენცია გამოსადეგია როგორც ფინანსური ტრანზაქციის მონაწილე მხარეებისთვის, ასევე მარეგულირებელი ორგანოებისა და სასამართლოსთვის, სადაც დგინდება ურთიერთვალდებულებების მონეტარული გამოხატულების დადგენა.

მოითხოვე შეხვედრა