ქუდოსში გვაქვს ორი სახის პროგრამა:
სტარტაპ პროგრამა
ქუდოს ჯორჯია, მზად არის მხარი დაუჭიროს ქართულ სტარტაპებს და ყველა მომსახურებაზე შესთავაზოს 800 ლარიანი ვაუჩერი.
ვის შეუძლია 800 ლარიანი ბიზნეს ვაუჩერით სარგებლობა?
ვაუჩერით სარგებლობა შეუძლია ბიზნესს, რომლის რეგისტრაციიდან არ არის გასული 1 წელიწადი. ვაუჩერით სარგებლობისთვის საჭიროა მოგვწეროთ ვაუჩერის მიღების მოთხოვნაზე მეილი, მცირე ინფორმაციის მოწოდების შემდეგ კი თქვენ მიიღებთ ქუდოს ჯორჯიას 800 ლარიან ვაუჩერს (ელექტრონული სახით), რომლის გამოყენებაც შეგეძლებათ ჩვენი რომელიმე მომსახურების დაკვეთის შემთხვევაში.
რა სახის მომსახურებას სთავაზობს კომპანია სტარტაპს?
ქუდოს ჯორჯია სტარტაპებს სთავაზობს ყველა საჭირო ფინანსურ მომსახურებას, რომელზეც დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე https://kudos.ge/servisebi/
ვაუჩერის გაცემა ძალაშია 2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
უფასო საგადასახადო დიაგნოსტიკა პოტენციური კლიენტებისთვის:
ქუდოს ჯორჯია ბუღალტრული მომსახურებით მოსარგებლე პოტენციურ დამკვეთებს სთავაზობს ბუღალტრული ბაზის უფასო დიაგნოსტიკას, რის ფარგლებშიც ჩვენი საგადასახადო ექსპერტები და აუდიტორები გამოავლენენ კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის სისუსტეებს, გასული პერიოდის ხარვეზებს და დაადგენენ მნიშვნელოვან საგადასახადო რისკებს.