ბუღალტრული აღრიცხვა

წარმოგიდგენთ “ქუდოს ჯორჯიას” უძრავი ქონების საშემფასებლო მომსახურებას. გაეცანით ჩვენს შემოთავაზებას და დეტალური ინფორმაციისა და კონსუტლაციისთვის დაგვიკავშირდით.

უძრავი ქონების შეფასება - რა ქონებაზე ვრცელდება სერვისი

  • ბინა, სახლი, ნებისმიერი საცხოვრებელი ფართი
  • კომერციული ფართი
  • სპეციალიზებული ქონება
  • დაუმთავრებელი მშენებლობა
  • მიწის ნაკვეთის შეფასება
  • სამრეწველო ნაგებობების შეფასება
  • სასოფლო-სამეურნეო პლანტაციების შეფასება
  • კომერციული ფართის შეფასება

შეაფასეთ ქონება 👇

ვისთვისაა საჭირო ეს სერვისი?

უძრავი ქონების შეფასება მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე კომპანიებისთვის. ზემოთ ჩამოთვლილი ობიქტების შეფასებაზე დიდი მოთხოვნაა და აუცილებელია, თუ ხართ:

  • უძრავი ქონების მფლობელი: ზუსტი ინფორმაცია თქვენი უძრავი ქონების ღირებულების შესახებ მოგცემთ საშუალებას მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები გაყიდვის, რემონტის ან მომავალი ინვესტიციების დროს.
  • ინვესტორები: მიიღეთ კარგად ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები თქვენი სამიზნე ქონების “რეალური” ღირებულების გაგებით.
  • ბიზნეს სუბიექტები: ხარვეზების გარეშე შეასრულეთ საგადასახადო ვალდებულებები ქონების გადასახადის დეკლარაციისას, თქვენი უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრით.
  • სადაზღვევო კომპანიები: შეაფასეთ აქტივების ღირებულება, რათა სრულყოფილად იყოთ მომზადების პოტენციური რისკებისა და სავალდებულო ანაზღაურების შემთხვევაში.
  • კომერციული ბანკები: მიიღეთ ინფორმირებული დაკრედიტების გადაწყვეტილებები გირაოს სახით გამოყენებულ აქტივებზე პერსპექტიული მოთხოვნის შეფასებით.

ჩვენი გამოცდილება და ცოდნა

Kudos Georgia-ში სპეციალიზირებულნი ვართ სხვადასხვა მიმართულებით. საგადასახადო მომსახურება, ფინანსური აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურება, ამ და ბევრ სხვა სერვისთან ერთად, უძრავი ქონების შეფასება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მომსახურებაა. ჩვენს კომპანიასი დააქმებულიუძრავი ქონების შემფასებლები ფლობენ ცოდნასა და უნარებს, რომელიც საჭიროა საიმედო და სრულყოფილი დასკვნის მოსამზადებლად.

ჩვენ სერვისებში ასევე შედის კორპორატიული მომსახურება.

უძრავი ქონების შეფასება - სერვისები

მას შემდეგ, რაც დამკვეთთან საბოლოო შეთანხმება შედგება,  ვიწყებთ ობიექტის ინსპექტირებას, დასურათებას და ინფორმაციის გაანალიზებას. შესაფასებელი ობიექტის მსგავსი ანალოგების მოძიება შემდეგი ნაბიჯია და ამ პროცესში სხვადასხვა ბაზებს ვიყენებთ.

აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ საბოლოო ჯამში დგება ობიექტის ღირებულება. რაც შეეხება იმას, თუ რა ღირს ქონების შეფასება, ეს ინდივიდუალურია და დამკვეთთან ხდება მოლაპარაკება.

  • მრავალმხრივი შეფასება: ჩვენ გვესმის, რომ სრულყოფილი საშემფასებლო მომსახურება მრავალ მიმართულებას უნდა მოიცავდეს. ზუსტად ამიტომ, ჩვენი სერვისი მრავალმხრივია და იქნება ეს მიწის შეფასება, კომერციული ფართი, თუ საცხოვრებელი სახლი, ჩვენი გუნდი ყველას ემსახურება.
  • დროული მომსახურება: ხარისხიანი მომსახურების გარდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია დედლაინები. ჩვენ პატივს ვცემთ კლიენტების დროს და უძრავი ქონების შემფასებელი გულმოდგინედ მუშაობს იმისთვის, რომ მიიღოთ სრულფასოვანი ანგარიში საშუალოდ სამი სამუშაო დღის განმავლობაში.
  • ყოვლისმომცველი დაფარვა: ჩვენი მომსახურება ვრცელდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. არ აქვს მნიშვნელობა სად მდებარეობს თქვენი ქონება: დედაქალაქში, თუ რეგიონში, ჩვენ მოვალთ და შევაფასებთ.
  • გარანტირებული სიზუსტე: ჩვენი სიზუსტისადმი ერთგულება ურყევია. აუდიტორული ფირმა “ქუდოს ჯორჯია” დეტალურად ეწევა მონაცემთა ანალიზის, იკვლევს ინდუსტრიის სპეციფიკას და ადგილზე ეცნობა ყველა დეტალს, რათა მოგაწოდოთ საბოლოო შედეგი, რომელსაც შეგიძლიათ თავისუფლად დაეყრდნოთ.

როგორ მიმდინარეობს პროცესი

უძრავი ქონების შეფასება საკმაოდ რთული პროცესია, რადგან მრავალი ფაქტორის გათვალისწინება უწევს შემფასებელს. აქტივის გაყიდვისა ან შეძენის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია აქტივის ზუსტი საბაზრო ღირებულების ცოდნა რათა ბიზნესმა და ფიზიკურმა პირებმა რისკების მაქსიმალურად შეძლონ რისკების თავიდან არიდება. ასევე შეგახსენებთ, რომ ფინანსური მენეჯმენტი ქუდოსში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია გაგიწიოთ ეს მომსახურება.

გამოცდილი საშემფასებლო კომპანია ზედმიწევნით უნდა იცავდეს კორპორატიულ, მარეგულირებელ თუ საბუღალტრო მოთხოვნებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვინც გაეცნობა საბოლოო დოკუმენტს, მას უნდა ჰქონდეს წარმოდგენა შეფასებული ქონების რეალური ღირებულების შესახებ. ეს ღირებულება კი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გარემოში შეიძლება, არსებითად განსხვავებული თანხა იყოს.

შემფასებლის პასუხისმგებლობაა, დაადგინოს აქტივის საბაზრო, „სამართლიანი“, ანუ რეალური ღირებულება, რისთვისაც მან უნდა გაითვალისწინოს აქტივის როგორც დღევანდელი გამოყენების პარამეტრები და მომავალში შემოსავლის/მოგების გენერირების პოტენციალი, ასევე ბაზარზე სხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან აღნიშნული აქტივის მიმართ შესაძლო მონეტარული ინტერესი.

გამოცდილი საშემფასებლო კომპანია ნებისმიერი სახის უძრავი ქონებს უპრობლემოდ უნდა აფასებდეს, შემდეგ გიწევდეთ კონსულტაციას და ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გცემდეთ. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ “ქუდოს ჯორჯია” მოქმედებს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის კვალდაკვალ და შეფასებული ობიექტის ღირებულება რეალობას ასახავს. ბუღალტრული მომსახურება შეღავათიან ფასად.

“ქუდოს ჯორჯიას” ქონების საერთაშორისო IVS სტანდარტებით ხელმძღვანელობს. ჩვენ გუნდს გააჩნია ქონების ბაზრის სიღრმისეული ცოდნა და შესწევს უნარი განსაზღვროს ქონების საბაზრო ღირებულება.

მიწის შეფასება, ან ზოგადად უძრავი ქონების შეფასება აუცილებელია, სანამ დაიწყებთ გარკვეულ პროცესებს. თუ გსურთ თქვენი უძრავი ქონების გაყიდვა, ან ახლის ყიდვა; გაქირავება, დაგირავება, მისი გაყოფა, ან ბანკში დაკრედიტება, აუცილებელია ყველა წესის დაცვით მოახდინოთ ღირებულების შეფასება.

გარდა ამისა, უძრავი ქონების შეფასება საჭიროა, სანამ დაიწყება რაიმე სახის მშენებლობა, ან რეკონსტრუქცია.

დაადგინეთ თქვენი უძრავი ქონების რეალური ღირებულება Kudos Georgia-სთან ერთად. ჩვენი გუნდი მოწოდებულია უზრუნველყოს სანდო, დროული და ყოვლისმომცველი შეფასების სერვისები, რომლებიც გაძლევენ საშუალებას მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.